ფქვილი150 გ
კარაქი100 გ
მწიკვი მარილი
კვერცხი4 ცალი + 1 კვერცხი ზემოდან წასასმელად
კრემისთვის:
სიმინდის სახამებელი4 ს/კ
შაქარი85 გ
წყალი300 მლ
1 ლიმონის ცედრა
2 ლიმონის წვენი
კვერცხის გული3 ცალი
კარაქი55 გ
შაქრის პუდრა – მოსაყრელად
ტაბულა
მომზადების წესი:
ცომის მოსამზადებლად წყალში ჩააგდეთ კარაქი, დაუმატეთ მწიკვი მარილი და დადგით ცეცხლზე. მიიყვანეთ ადუღებამდე. დაუმატეთ ფქვილი და ჩქარ-ჩქარა ურიეთ ხის ნიჩბით.
გადმოიღეთ ცეცხლიდან და ოდნავ შეაგრილეთ. შემდეგ სათითაოდ დაუმატეთ 4 კვერცხი, თან კარგად ურიეთ.
მზა ცომი გადაიტანეთ საკონდიტრო ტომარაში და პერგამენტდაფენილ ლითონის ფირფიტაზე დასვით შუები. წაუსვით ზემოდან კვერცხი და აცხვეთ 180 გრადუსზე 35-40 წუთი.
კრემისთვის ქვაბში ჩაასხით წყალი, დაუმატეთ ლიმონის წვენი, შაქარი, ლიმონის ცედრა.
შეათბეთ, თან ურიეთ და თანდათანობით ჩაუმატეთ სიმინდის სახამებელი. როცა კრემი გასქელდება, დაუმატეთ კარაქი და კვერცხის გული, კარგად აურიეთ და გადმოდგით ცეცხლიდან. გადაიტანეთ მომზადებული კრემი ჯამში და შედგით მაცივარში ერთი საათით.
შემდეგ მოათავსეთ კრემი საკონდიტრო ტომარაში. გამომცხვარ და გაცივებულ შუები პატარაზე ჩაჭერით ქვემოდან და ამოავსეთ კრემით.
მოაყარეთ შაქრის პუდრა.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев