😉
კიმი: მე ელიოტთან მოვედი.
ელიოტი: რისთვის?
კიმი: სალაპარაკო მაქვს.
ემა: წავალ ოთახს მივალაგებ.
ემას დედა: დაგეხმარები.
კიმი: აი, წაიკითხე. ქლეოს დღიურია.
ელიოტი: მე სხვის დღიურებს არ ვკითხულობ.
კიმი: შენივე სასიკეთოდ ხდება.
ელიოტი: ეს პირადულია.
კიმი: მომისმინე! ეჭვი მაქვს რომ შენი და ჩემი და და შესაძლოა რიკიც ქალთევზები არიან, წაიკითხე!
ელიოტი: მერე რაა?
კიმი: კიდე წაიკითხე.
ელიოტი: ამაში აზრს ვერ ვხედავ.
კიმი: ეს წაიკითხე! ეს! და ეს? ისინი ქალთევზები არიან.
ელიოტი: იქნებ ეს კომიქსია, მე მიყვარს კომიქები.
კიმი: ელიოტ მე ვნახე ქლეო აბაზანაში. მას კუდი აქვს, ვიცი ეს დაუჯერებლად ჟღერს მაგრამ მათ წყლის კონტროლიც შეუძლიათ.
ემა: სწრაფად გავალ წყალი მინდა.
კიმი: ნახე რას დალევს, მას წყალთან შეხება არ შეუძლია.
ელიოტი: მერე რაა.
კიმი: ის ჭკვიანია!
ელიოტი: რას ამბობდი?
კიმი: ჭკვიანია მეთქი, ის ბოთლიდან სვამს საწრუპით. კანი წყალს არ ეხება.
ელიოტი: მგონი დროა წახვიდე!
კიმი: უნდა დამიჯერო!
ელიოტი: საქმეც მაგაშია რომ არ მჯერა! არ მჯერა!
კიმი: მომისმინე! გთხოვ.
ელიოტი: სკოლაში შევხვდებით!
კიმი: ელიოტ! თვალებს თუ არ გაახელ და არ დაინახავ რაც ხდება მათი პირველი მსხვერპლი გახდები.
ელიოტი: სკოლაში შევხვდებით!......
ემა: სწრაფად.
ელიოტი: უკვე გამოვდივარ.
ემა: უკვე 20 წუთია მანდ ხარ! ცხელი წყალი არ მეყოფა
ელიოტი: ჰეეეეიი, აუჩ! აუჩ! აუჩ!..
ელიოტი: კიმმ ყველაფერში მართალი იყავი! მშვიდად ვიღებდი შხაპს და მოულოდნელად ყინული დამეყარა თავზე.
კიმი: უნდა დავმშვიდდე და მოვიფიქროთ რა მოვუხერხოთ მათ.
ელიოტი: ხომ არ დაველაპარაკოთ?
კიმი: გაგიჟდი?
ელიოტი: მე პრობლემების დიალოგით გზით მოგვარება მასწავლეთ!
კიმი: დიალოგის გზით? ეს ადამიანებისთვისაა. ისინი ხომ ადამიანები არ არიან ისინი ჯადოქრებივით არიან, ვამპირებივით. მათთან დიალოგის წარმოება არ შეიძლება. ისინი უნდა შევაჩეროთ!
ელიოტი: როგორ?
კიმი: ისინი იცვლებიან როდესაც სველდებიან, ჩვენ ამას მოვუწყობთ!
-დიალოგის გაგრძელებას ვდებ +8ლაიქის შემდეგ..
#H2O
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев