დღესასწაულს! ამ დღის მადლი და წმინდა ნიკოლოზის სასწაულებრივი ძალა
შეეგეწიოთ !
წმიდა ნიკოლოზის ცხოვრება
სასწაულებითაა აღსავსე.
მართლმადიდებლები წმიდა მღვდელთმთავარს შეწევნისათვის ყოველგვარი
გასაჭირის ჟამს მიმართავენ და ისიც მსწრაფლ შეეწევა ხოლმე მათ. წმიდა
ნიკოლოზ სასწაულთმოქმედი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მფარველად
მას შემდეგ ითვლება, რაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა წმიდანს ქართული
ეკლესია შეავედრა. წმიდანი დაუღალავად ქადაგებდა ღვთის სიტყვას, თავადაც
მაგალითი იყო ქრისტიანული ცხოვრებისა და მოღვაწეობისა.
ცხოვრება წმინდა ნიკოლოზისა ღვთაებრივი ნათლით იყო გაბრწყინებული. მის
ლოცვასა და შემწეობას მრავალი ადამიანი უხსნია ხორციელი თუ სულიერი
სიკვდილისაგან. მრავალი გადაურჩენია ზღვაში ჩანთქმისგან, მრავალიც
განუკურნავს: ბრმათათვის თვალი აუხელია, კოჭლთათვის საღი ფეხი მიუცია,
ყრუთათვის – სმენა, უტყვთათვის – მეტყველების მადლი. სიღატაკეში მყოფთათვის
– ცხოვრების სახსარი, დამშეულთათვის – სასმელ–საჭმელი.
ქართველ ხალხში წმიდა ნიკოლოზი დიდი სიყვარულითა და პატივისცემით
სარგებლობს. საქართველოში მის სახელზე აგებული მრავალი ტაძარი არსებობს და
ამ დღესასწაულს განსაკუთრებული სიხარულით ამ ტაძრის მრევლი აღნიშნავს
ხოლმე. წმიდა ნიკოლოზის ხატის დაწერაც დიდ პასუხისმგებლობასთანაა
დაკავშირებული ქართველი ხატმწერებისთვის. ამასთან, ნიკოლოზი საქართველოში
ერთ–ერთი გავრცელებული სახელია და ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანი
ცდილობს, ღირსეულად ატაროს წმიდანის სახელი.განსაკუთრებით ყველა ნიკოლოზს
ღირსეულად გეტარებინოთ წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედის მადლით მოსილი
სახელი!
Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев