ვბორგავდი წუხელ, ვკამათობდი ძლიერ წვიმასთან,
და მხარს მიბამდა ციდან ელვით ჭექა-ქუხილი,
კიდევ კარგი, რომ ვერ მატყობდნენ იერს მინასთან,
რადგან ქუჩებსაც მარტოობის სდევდათ წუხილი.
უხმოდ ამომსკდა გულის დარდი, ნატვრა მწუხარეს,
თითქოს კედლებიც აცახცახდნენ ჩემი შემყურე,
მითანაგრძნობდნენ სევდით სავსე განცდას მქუხარეს,
ჩუმად გლოვობდნენ მეოცნებეს, ცრემლში შემცურეს.
თვალში ნისლები ჩამომაწვა, ვერას ვხედავდი,
მხოლოდ ელვას და ჭექა-ქუხილს ჰქონდა გრიალი,
ალბათ წუხელი ჩემს მომავალ ბედსაც ვჭედავდი,
რომ იმედებთან არ მქონოდა წვდომა, ტრიალი.
დილა გათენდა... მზემ ღრუბლებზე გადაიარა,
მე კი ნარჩენი ნაფიქრებით
მეწვის იარა,
ცრემლში ნაწერმა დღეს ფურცლებზე
გადაიკარა
და გამოკვეთა ბრძოლა სულის, ზეცის კი არა.
,,ეთო" . სექტემბერი. 2024.
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев