დაგისაკუთრე ჩემი გულის მცირე კუნჭულით,
თუმც, მარტოობა ბევრი წელი ცრემლად მაცვია,
ახლა ჩამესმის ტკბილი ხმა და მიწვევს ჩურჩულით,
რომ დამავიწყოს რამაც სევდით მედგრად მაქცია.
ხშირად ოცნებებს ვხატავ კიდეც, ბევრსაც ვიგონებ,
ძალა რომ მივცე გულს და ზოგჯერ სულსაც ხალისი,
დროებით, რადგან სიმარტოვე მეტად მიმონებს
და მეკარგება სიყვარული, თუნდაც მაისის.
გამოგიგონე ახლაც ისევ, ცამდე აღგზარდე,
ფრთები შეგასხი, კვლავ როგორიც მქონდა სურვილი,
აღარ მსურს ცრემლი ძველებურად თვალზე გამრავლდეს,
ეულს, მარტოსულს არ მინდოდეს წვდომა წყურვილის.
ეს ოცნებაა, ისევ ვიცი აუხდენელი,
სუფთა ფურცელზე დანამული, სევდის ამყოლი,
სუსტი ბარტყივით უძალღონო, აუფრენელი,
სწორედ ისეთი, ობოლს რომ აქვს წლებით დამყოლი.
,,ეთო". სექტემბერი.2024.
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев