(. 7. )
ისეთი წერილი მიიღო თაიამ ნინის მამისგან, რომ უარს როგორ ეტყოდა დამეგობრებაზე. ნდობისათვის დიდი მადლობა გადაუხადა და მეგობრობას დაეთანხმა. მის შემდეგ ყოველთვის ღებულობდა თითო წერილს მოკითხვით და შვილის შესახებ ახალი ინფორმაციის თხოვნით, ისიც მორიდებით და მოკრძალებით. განსხვავებული იყო სარვამარტო წერილი, მილოცვით და კეთილი სურვილებით. თაია სამსახურში არაფერს ამბობდა, ან, კი რა იყო სათქმელი, მაგრამ მაინც...
შუა აპრილი იყო, წინასწარ შეთანხმების გარეშე ესტუმრა ლევანი ბავშვთა სახლს, ბავშვებთან და თანამშრომლებთან ისევ ხელდამშვენებული. ნინიმ ჯერ იუცხოვა, დაიმორცხვა ისევ და მალე გაუშინაურდა, ისე შემოეხვია მამას კისერზე, რომ დაშორებას არც ფიქრობდა, მაგრამ მის მამიკოს ძალიან დატვირთული დღის რეჟიმი ჰქონდა, თუ კომპანიის საქმეებით, თუ თავისი პირადით...ლიას საფლავზე ხელოსნები დააყენა სამუშაოდ, უნდოდა წასვლამდე მოესწრო და ეს მაინც, აღარ ჰქონოდა საფიქრალი. მართლაც, ისე კეთილმოაწყო იქაურობა, რომ ისეთ მოვლის ძნელად თუ იპოვიდა ვინმე. სახლშიც კარგი ავეჯი შეიძინა, მაგრამ მის დალაგებას არ ჩქარობდა, თითქოს ვიღაცას ელოდებოდა, დასაც არ სთხოვა დახმარება, რადგან თვითონ უნდოდა საკუთარი სურვილით და გემოვნებით. ყველაფერი ჰქონდა სახლში შეტანილი, მაგრამ ღამეს იქ არ ათევდა,არც თავის დასთან, მშობლების სახლში მიდიოდა, მხოლოდ დასაძინებლად, რადგან მეტ დროს ვერ პოულობდა. ერთი საათიც რომ გამონახა დღეში, ბავშვთან გარბოდა მისი სიყვარულით რომ დამტკბარიყო.
ისე წავიდა უკან, გერმანიაში, რომ ვერ მოასწრო ბინის მოწესრიგება,თუმცა არ დარდობდა.
ლევანის გაფრენიდან ალბათ ერთი კვირის შემდეგ, თაია სახლიდან გასასეირნებლად გავიდა გარეთ, თან მაღაზიიდან პური უნდა წაეღო სახლში. ახალი ნაწვიმარი იყო, სუფთა ჰაერი ესიამოვნა და მეზობელი ქუჩისკენ გადაუხვია.სწორედ ამ დროს, ფეძი გაუსხლტა და ძირს დაეცა, წამოდგომა სცადა, გაუჭირდა, ის იყო კიდევ წამოიწია, რომ მოსახვევიდან დიდი სიჩქარით მომავალი მანქანა გამოჩნდა, თავს ძალა დაატანა გოგონამ, ისევ წამოიწია და...მარჯვენა მხართან დარტყმა იგრძნო და გონება დაკარგა...ქუჩის მეორე მხარეზე მიმავალმა ქალ-ვაჟმა დაინახა მომხდარი, მაშინვე გადმოჭრეს ქუჩა და ძირს დაცემულ გოგონას მივარდნენ, მიხვდნენ რომ საქმე არც ისე მარტივად იყო, ამიტომ არ დაიბნენ და ,,სასწრაფო დახმარება"გამოიძახეს, რომელიც ასევე სწრაფად მოვიდა. დაზარალებული საკაცეზე დააწვინეს, ოპერატიულად დაუდგეს წვეთოვანი და საავადმყოფოსკენ დიდი სისწრაფით გააქანეს, არც იქ არ დაუკარგიათ წუთიც კი, აუცილებელი ანალიზები აუღეს და პირდაპირ საოპერაციო ოთახში შეიყვანეს. ადგილზე მყოფი ქირურგთა ბრიგადა ერთდროულად შევიდა საოოერაციოში, ყოველ წუთს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, ეტყობოდა. ყველა საჭირო და დროული, ზუსტი მანიპულაციების შედეგად ოპერაცია წარმატებით დასრულდა სადღაც ორი საათის შემდეგ. ნაოპერაციები პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს, როცა მისი მდგომარეობა სტაბილურად ჩათვალეს, ამის შემდეგ დაიწყეს გოგონას ვინაობის დადგენა, ხოლო დამნაშავე მძღოლზე ვერანაირი ინფორმაცია ვერ დაადგინეს. ტელეფონიდან დანარეკ პირველივე ნომერზე გაუშვეს ზარი, მოპასუხე ქალბატონი გოგონას თანამშრომელი აღმოჩნდა, რომელმაც მისგან დილით ცვლა გადაიბარა, გავარდა სამსახურში ხმა მათი საყვარელი თაიას მანქანის დაჯახებასთან დაკავშირებით. ამბის გაგებისთანავე საავადმყოფოში გაეშურა ბავშვთა სახლის დირექტორი და ორი თანამშრომელი, ექიმთან გასაუბრების შემდეგ, დარწმუნდნენ რა თაიას გადარჩენაში, გადაწყვიტეს მის დედასთან სახლში წასვლა. შეეცადნენ, რომ ნელის არაფერი შეეტყო მათთვის სანამ არ ეტყოდნენ. სტუმრების დანახვა კი გაეხარდა მასპინძელს, მაგრამ თაია რომ არ დახვდათ სახლში, იუხერხულა ცოტა. ტელეფონი აიღო შვილთან დასარეკად, მაგრამ სტუმრებმა შეაჩერეს და ძლივს მოახერხეს ეცნობებინათ მომხდარი. თაიას დედა ცუდად გახდა, მაგრამ დროზე გაუწიეს სწორი დახმარება შვილის თანამშრომლებმა:--რას მეუბნებით, სადაა ჩემი შვილი, მითხარით...ხომ არაფერს მიმალავთ, წამიყვანეთ ჩემს თაიასთან-- აბნეულად იძახდა მოულოდნელობისგან გაბოროტებული ქალი . რომ არ დაიშალა, დაეხმარნენ კაბის გამოცვლაში და საავადმყოფოსკენ გაეშურნენ . იქ მისულები ექიმმა ფრთხილად შეიყვანა განყოფილებაში და პალატის კარებიდან შეახედა, თაიას ეძინა...მალევე უკან გამოიყვანეს და ყველას ურჩიეს სახლებში წასვლა. საცოდავ დედას არ უნდოდა იქედან წასვლა:--აქ, კარებთან დავჯდები და ვიქნები, სახლში რა მინდა-გაჯიუტდა ქალი ქალბატონი ნანა მშვიდად დაელაპარაკა ნელის, აუხსნა მდგომარეობა უთხრა, რომ იქ არაფერი აზრი არ ჰქონდა ვინმეს ყოფნას. ნელი იმ პირობით დაეთანხმა, რომ ნანაც უნდა წასულიყო მათთან სახლში, თაიასთვის საჭირო ნივთები რომ შეერჩია და ისევ უკან დაბრუნებულიყვნენ.
რაც საჭირო იყო, ჩანთაში ჩაალაგეს, თვითონ კი თეთრად გაათენეს ის ღამე, ადრიანადვე გამოიძახეს ტაქსი და საავადმყოფოში წავიდნენ. .ორივე ექიმმა უპრობლემოდ შეიყვანა რეანიმაციულის პალატასთან, ღია კარებიდან დაინახა თავისი ერთა ნელიმ, გაღვიძებული დახვდათ თაია, როგორც შეძლო, გაუღიმა კიდეც დედას და თავის დირექტორს.ცოტა გულზე მოეშვა საცოდავ დედას, რომელმაც გაჭირვებით, მარტომ გაზარდა ერთადერთი გოგონა მის შემდეგ, რაც მეუღლემ სხვა ქალში გაცვალა და ცოლ-შვილი ბედის ანაბარა მიატოვა. არც მიუკითხია შვილისთვის აქამდე, დღეს და ღამეს ასწორებდა ნელი, შვილისთვის რომ არაფერი მოეკლო და კარგი ადამიანი გაეზარდა. ასე წვალებით შეიძინა ოჯახში ყველაფერი, რაც აუცილებელი იყო.ცხოვრობდნენ მშვიდად და ტკბილად, ამ ბოლო დროს დედა შვილის მომავალზე ფიქრობდა უკვე , რომ მას მაინც შეხვედროდა ისეთი მეუღლე, ვისთანაც კარგ ოჯახს შექმნიდა, მაგრამ აი,სად დაუგო მახე ცხოვრებამ, ამას იფიქრებდა ან წარმოიდგენდა როდისმე? როგორ უნდა შეეგუოს შვილის საავადმყოფოში წოლას, როცა ერთი დღეც კი არასოდეს ყოფილა ამ დრომდე, მაგრამ მადლობა ღმერთს, რომ ყველაფერი კარგად დასრულდა და რამდენიმე დღეში სახლში ეყოლება უკვე--ასე იიმედებდა თავს ახალგაზრდობა გატანჯული ქალი
იმ დღიდან არც თანამშრომლებს, არც მეზობლებს და არც მეგობრებს არ დაუტოვებიათ თაია უყურადღებოდ, რადგან ყველას უყვარდა ეს უბრალო, გულკეთილი და გულთბილი დედა-შვილი.
,ეთო" .სექტემბერი. 2024.
გაგრძელება იქნება.
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Комментарии 1