9 იანვარი, 1989) — ბულგარელი მსახიობი და მოდელი. მან შეასრულა მარტოხელა თინეიჯერი დედის როლი სერიალის „დეგრასი: შემდეგი თაობა“ მეექვსე-მეცხრე სეზონებში. მსახიობი ამჟამად თამაშობს ორ პერსონაჟს, ელენა გილბერტს და კატერინა პირსს, The CW-ის სერიალში „ვამპირის დღიურები“
.ადრეული წლები და კარიერანინა გადავიდა საცხოვრებლად კანადაში, როცა ის იყო 2 წლის. ის გაიზარდა ტორონტოში. მსახიობი საუბრობს ინგლისურ, ფრანგულ და ბულგარულ ენებზე. ნინას ჰყავს უმცროსი ძმა ალექსანდერი, დედა — პროფესიით მსახიობი და მამა — პროფესიით კომპიუტერის სპეციალისტი.მსახიობმა დაამთავრა საშუალო სკოლა, სადაც სწავლობდა ბალეტსა და მხატვრულ ტანვარჯიშს. შემდგომ ის სწავლობდა სოციოლოგიას „Ryerson University“-ში. 2008 წელს ნინამ დატოვა უნივერსიტეტი, რათა გაეგრძელებინა სამსახიობო კარიერა. ნინას ნამდვილი სახელია - ნიკოლინა, რომელიც მისი ბებიის საპატივსაცემოდ დაარქვეს.
კარიერასამოდელო კარიერამ ნინას გზა გაუხსნა მსახიობობისკენ. მან ითამაშა ფილმებში „Fugitive Pieces“, „Away from Her“, „Never Cry Werewolf“ და სერიალში „Degrassi: The Next Generation“. ნინა 2009 წლიდან თამაშობს მთავარ როლს The CW-ის სერიალშივამპირის დღიურები, სადაც ის ასრულებს ორ სრულიად განსხვავებულ პერსონაჟ კატერინა პეტროვას, ვამპირს, რომელიც უყვარდა ორ ძმას ამერიკული სამოქალაქო ომის დროს და ელენა გილბერტს, კატერინას ორეულს, რომელიც უყვარს იგივე ძმებს, ახლა უკვე ვამპირ დეიმონ და სტეფან სალვატორებს.2011 წლის აპრილში ნინა დაამტკიცეს ფილმში „მარტოსულობის უპირატესობანი“ (The Perks of Being a Wallflower), ემა უოტსონთან ერთად.
პირადი ცხოვრება2011 წელს იენ სომერჰალდერმა დაადასტურა, რომ ხვდებოდა ნინა დობრევს, რომელიც „ვამპირის დღიურების“ გადასაღებ მოედანზე გაიცნო. 2011 წლის მაისში მათი 3 წლიანი ურთიერთობა დასრულდა.
Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев