Предыдущая публикация
თქვენ ვერ გაივლით...
უკვე წავშალე ნაფეხურები...
მე ნებას გაძლევთ, რომ ჩემს სულამდე
ამოიაროთ საფეხურები...
ამოიარეთ ძალიან ნელა,
და არ გეგონოთ – ეს ადვილია,
კიბეზე, სადაც ყოველთვის ბნელა,
ის ავა მხოლოდ, ვინც სულ ფრთხილია,
ამოიარეთ... გაბედეთ... გიცდით...
ზემოთ ამოდით, ნუ ბრუნავთ წრეზე,
მე კი შორიდან დაგაკვირდებით,
ვინ აღმოჩნდებით ჭკვიანი სხვებზე,
რომ მიხვდეთ – მე ჩემს გამოვლილ გზაზე
რატომ წავშალე ნაფეხურები...
რომ ჩემს სულამდე ამოსასვლელად
არსებობს მხოლოდ საფეხურები
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев