როგორ დაგტოვე დედი,
როგორ შევძელი უშენოდ ყოფნა,
როგორ არ მოვკვდი დედი.
სხვამ თუ შეძლო და არ მიატოვა
შვილები ჰყავდა გვერდით,
მე რამ მიბიძგა,რამ გამაქვავა,
როგორ გამიწყრა ღმერთი.
იმ ცრემლებისთვის,მონატრებისთვის,
და ყველაფრისთვის დედი,
ბოდიშს მოგიხდი,გთხოვ მაპატიო,
გთხოვ,- ჩუმად ვჩურჩულებდი.
განშორების დროს რომ მომძახოდი,
არ წახვიდეო დედი,
მე მაშინ მოვკვდი,ამდენი წლები
არ მიცოცხლია დედი.
შენზე ვფიქრობდი და ჩუმად ჩემთვის
დღედაღამ ვლოცულობდი,
ისე არ მოვკვდე, შვილი ვერ ვნახო,
ღმერთს შენ თავს ვავედრებდი.
ემიგრანტების ხვედრია ეს თუ,
თანდაყოლილი ბედი,
არ ვიცი ვის,ან რას დავაბრალო,
დრო მოვა შენ მიხვდები.
ოჰ,საზიზღარო წუთისოფელო,
წუთიც არა ხარ ვხვდები,
და ამ ერთ წუთსაც, როგორ გვიმწარებ,
შენთან ვერაფერს ვხდებით.
ღმერთო მაღალო, გთხოვ შეისმინო,
ხვეწნა-მუდარა ჩემი,
არ დამაშორო შვილს აღარასდროს,
ლოცვა ისმინე დედის.
Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Комментарии 10
➷
➹უფლისგან მომადლებული ყოველი ახალი დღე სიკეთისა, სიხარულისა, ბედნიერებისა და წარმატებებისა გქონოდეთ... ➷
➹
taliko ioseliani
12:23დრო მიდის, ტოვებს უჩუმრად ნაკვალევს, შენს ნათქვამ სიტყვებს მე დრო ვერ წამართმევს, შენ დროის უდიდეს მეგობარს დაგარქმევ და ამით ყოველთვის ყველასგან გაგარჩევ
http://www.playcast.ru/view/4433274/101af489b0ee0da5f5d0e77752a0695454b6f7d8plმაგარია!
პასუხი