ისევ გავათენებ ღამეს ძველებურად
და ძილმორეული მზესთან გავყუჩდები.
დილით,ღამენათევს აღარ მელანდები,
აღარც ოცნებებში ჩემთან აღარ ჩნდები.
აღარც გზა მთავრდება...გახდა უსასრულო,
ისევ ნაბიჯების თვლაში მათენდება.
მალე მარტოობა დამისაკუთრებს და
მალე ჩემთვის დილა აღარ გათენდება!
აღარ დაილევა წამი უსაშველო,
წამიც მენატრება,წამით ნაწამები!
ალბათ,აღარასდროს აღარ მეღირსება...
ისევ,რომ დავკოცნო შენი წამწამები.
მაგრამ არაუშავს იმედს დავიჭერ და
გულში ჩავისახლებ,როგორც უსახლკაროს,
იმედს ავუფიცრავ ყველა გულის კარებს
იქნებ დარდს და ცრემლებს აღარ მიმაკაროს!
თორემ ვეღარ ვუძლებ,სულიც აკანკალდა,
სიკვდილს დაუცლია სული სათარეშოდ,,
სიმარტოვემ მოკლა გული ბნედიანი,
ჩემი სიმარტოვე ჩემი ბედი არი!
წავალ,გავათენებ ღამეს ძველებურად
მერე ლექსებს დავწერ ისევ ჩემებურად,
ისევ საათების თვლაში მათენდება...
მალე ჩემთვის დილა აღარ გათენდება!
Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Комментарии 1