წყვილის გარეგნობამ გულგრილი არავინ დატოვა. ლაშა და მარიამი სულ მალე ბიჭის მშობლები გახდებიან. ფეხბურთელმა Ambebi.ge-ს ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა.
- ლაშა, სად გაიცანით ერთმანეთი?
- მარიამი დაახლოებით სამი წლის წინ გავიცანი ერთ-ერთ ბარში. მეგობარმა გამაცნო ასეთი გოგო რომ არ მოგეწონოს თავიდანვე, როგორ შეიძლება (იცინის). ცოტა რთული იყო მისი მოხიბვლა.
- რა გააკეთე მის მოსახიბლად?
- განსაკუთრებული არაფერი გამიკეთებია. უბრალოდ დიდ დროს ვუთმობდი, რომ შემოეხედა (იცინის), ამით შევაყვარე თავი. მარიამი ჩემი პირველი და უკანასკნელი სიყვარულია.
- რა სურპრიზებს უწყობდი?
- უამრავ საჩუქრებს ვჩუქნიდი. როცა შეყვარებულები გავხდით, სიღნაღში წავიყვანე, რესტორანში რომანტიული ვახშამი მოვუწყვე, ვარდის ფურცლებით იყო მოფენილი რესტორანი. "აიფონი" და ყვავილები ვაჩუქე.
- რამდენ ხანში აუხსენი სიყვარული?
- გაცნობიდან დაახლოებით სამ თვეში ავუხსენი სიყვარული. მთლად ქუჩაში არ ამიხსნია სიყვარული, სადღაც ვიყავით და ვუთხარი, რომ მიყვარს. თვითონაც ხვდებოდა, რომ მიყვარდა.
- ორივე ლამაზები ხართ, არ ეჭვიანობთ ერთმანეთზე?
- თავიდან უფრო ვიყავი ეჭვიანი, მაგრამ მარიამი ეჭვიანობის მიზეზს არასდროს მაძლევს.
- ხშირად ჩხუბობდით შეყვარებულობის დროს?
- კამათით გვიკამათია, მაგრამ მაქსიმუმ ორ დღეში ვურიგდებოდით ერთმანეთს.
- რაზე კამათობთ?
- ახლა ბავშვის სახელზე ვკამათობთ. მე მინდა ლაზარე დავარქვა, მარიამს კი უნდა ანდრია ან დემეტრე დავარქვათ. ივნისში ბიჭს ველოდებით.
- ინტერნეტში თქვენმა ფოტოებმა დიდი გამოხმაურება ჰპოვა, ელოდით ამას?
- ველოდი, რომ უფრო შურიან კომენტარებს დაწერდნენ, მაგრამ ასეთ გამოხმაურებას არ ველოდი. მარიამი რომელი სააგენტოს მოდელია?
- ახლა აღარ მოდელობს მარიამი, რადგან ორსულია. ის "იმიჯ-ცენტრის" მოდელია. ამ მუცლით ჩვენებებზე ვერ გამოვა.
- ვისგან ელოდი შურიან კომენტარებს?
- მთელი საქართველოსგან. სანამ შეყვარებულები ვიყავით იმდენი შური და ბოღმა იყო, ვერ წარმოიდგენთ, მაგრამ ახლა პირიქით მოხდა. ხალხი თბილად გვხვდება.
- საქორწინო მოგზაურობაში რატომ არ წახვედით? - ქორწილის მეორე დღეს, დილის 11 საათზე ვარჯიშზე ვიყავი. რთული გრაფიკი მაქვს, მარიამის ორსულობის გამოც ვერ მოვახერხეთ საქორწინო მოგზაურობაში წასვლა, როცა ბავშვი გაჩნდება შემდეგ წავალთ საქორწინო მოგზაურობაში.
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Комментарии 2