Предыдущая публикация
პროექტის დასრულებიდან უკვე რამდენიმე დღე გავიდა და მსახიობი ისევ საქართველოშია. ბონდარენკო საქველმოქმედო ღონისძიებებში მონაწილეობის მიღებას აგრძელებს. ის ძალების აღსადგენად და დასასვენებლად შავი ზღვის სანაპიროსაც ესტუმრა. მსახიობის ფანები განსაკუთრებით გაახარა ახალი ამბის გაგებამ - სტასმა ბათუმში მშენებარე სასტუმროს ერთ-ერთი ნომერი შეიძინა. როგორც ჩანს, ის მომავალში ზაფხულის ცხელი დღეების გატარებას სწორედ ბათუმში აპირებს. ბონდარენკოს გულშემატკივრებს კარგად ემახსოვრებათ, რომ მსახიობმა ბათუმს ზღაპრული ქალაქი უწოდა. "მგონი აღარ აპირებს საქართველოდან წასვლას", "რა მაგარი ამბავია", "მე4ც მინდა ბინა სტასის მეზობლად", - წერენ გულშემატკივრები.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев