Предыдущая публикация
თუ შეგიძულებენ-გაუღიმე,
მზერას შეეტყობა დაჟინება.
თუ არ მიანიჭებ მნიშვნელობას-
ბოღმა უფრო მეტად გაგიჟდება...
ზურგს თუ შეგაქცევენ-გაიცინე,
ისე ხმამაღლა,რომ გაიგონონ.
უფრო გალაღდი და გალამაზდი,
გული არასოდეს დაიღონო!
თუკი გიღალატეს-არ იტირო,
ნახონ,უბედური რომ არა ხარ!
არაფერი აღარ დაუმტკიცო-
სიყვარული ვინც ვერ შეგინახა.
თუ არ მოგიკითხეს-არ იწყინო,
ალბათ,ახლა უკვე სხვა გეგმა აქვთ.
ალბათ,დროა თავად დაივიწყო,
ვინც შენ,ვითომ ვეღარ დაგინახა...
არაუშავს,ბედი კიბე არის-
ბევრი სიმაღლიდან ჩამოვარდა...
თბილი გულიც ერთხელ გაცივდება,
თუკი საგულედან ამოვარდა!
ია ნანეიშვილი
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 1