დიდი ხნის ტანჯვის შემდეგ ქალი მოკვდა. ბავშვს მამა ან სხვა ნათესავები არ ჰყავდა, ამიტომაც ბავშვთა სახლში წაიყვანეს. ის ძალიან მოწყენილი იყო. დარდობდა დედაზე, სახლზე, ძველ ცხოვრებაზე. მაშინ გადაწყვიტა რომ კარგად ესწავლა. მკვდრების გაცოცხლება უნდა ესწავლა. როცა ამას ისწავლიდა, მაშინ სასაფლაოზე შეიპარებოდა, დედას გააცოცხლებდა და ისინი ძველ ცხოვრებას დაუბრუნდებოდნენ.
მთელი წლის მანძილზე კითხულობდა ქიმიას, ფიზიკას, ასტრონომიას და ყველაფერს, სადაც კი მკვდარზე რამეს იპოვიდა. გამოსადეგი რამე ვერ იპოვა. მაშინ ,,ინტერნეტ-კლასში” შესვლის უფლება მისცეს. ახლა იქ დაიწყო საჭირო ინფორმაციის ძიება.
ბოლოს რაღაც ისეთი იპოვა, რაც რეალურს ჰგავდა. მიწით უნდა გაჭუჭყიანებულიყო, რათა მიწაში მყოფი სულები არ გაებრაზებინა. ერთი ჩაის კოვზი თაგვის სისხლი უნდა დაელია. რამე ოქროს ნივთი უნდა წაეღო თან, რომელიც სულების მბძანებლის საჩუქარი იქნებოდა. სასაფლაოზე წავიდოდა, საფლავს გათხრიდა და ოქროს ჩააგდებდა. წყარო – Trileri.Wordpress.Com ,,სულების მბრძანებელო, შენგან ამ მკვდარს ვყიდულობ”. – ეტყოდა ლუციფერს.
ეს ყველაფერი სავსე მთვარობისას უნდა მომხდარიყო.
ბავშვთა სახლში ბევრი ვირთხა იყო და სისხლის შოვნა არ გასჭირვებია. ბეჭედი მასწავლებელს მოპარა. კოვზის შოვნა ყველაზე რთული იყო, იმიტომ რომ ჩაკეტილ კარადაში ინახავდნენ.
იმ ღამეს სავსე მთვარე იყო. ბავშვი გაიპარა და თავი დაიბინძურა. თაგვის სისხლი დალია და სასაფლაოსკენ წავიდა. ადგილზე მისულმა ბიჭმა საჭირო საფლავის ძებნა დაიწყო. ბევრი წვალების შემდეგ დედის საფლავს მიაგნო. დიდი დრო დასჭირდა საფლავის გათხრას, მაგრამ მან შედეგს მაინც მიაღწია. კუბოში დედის ძველბი დაინახა. დაბლა ბეჭედი ჩააგდო და თქვა:
– სულების მბრძანებელო, შენგან ამ მკვდარს ვყიდულობ!
რამდენიმე წამის შემდეგ უკნიდან ბავშვის ტირილის ხმა გაისმა. ბიჭი მიბრუნდა და ახალშობილი დაინახა. შეშინებული გაიქცა დახმარების მოსაყვანად. პოლიციამ ჩათვალა რომ ბიჭმა ახალშობილი მოიტაცა, რათა დედამისთან ერთად დაემარხა.
მალე ბიჭმა გაიგო რომ სიკვდილის დროს დედამისი ორსულად იყო. დედამისთან ერთად მოკვდა მისი დაუბადებელი ძმაც. ბიჭი მიხვდა რომ ლუციფერმა მოატყუა. დედამისი კი არა მისი ძმა გააცოცხლა, ოღონდ ცოტა ხნით. გაცოცხლებიდან რამდენიმე საათის შემდეგ ჩვილი მოკვდა.
ამ ამბით შეძრწუნებული ბავშვი ჭკუიდან შეიშალა.# juni
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев