ყველა მონადირეს შეეძლო იქ მისვლა და ღამის გათევა. დროთა განმავლობაში სახლმა ფუნქცია დაკარგა. იქ აღარავინ აღარ მიდიოდა. იქაურობა დაბინძურდა. სახლთან მისვლა რთული იყო, მაგრამ წვალებად ღირდა, იმიტომ რომ ქალაქიდან შორს, მიყრუებულ ადგილზე იდგა. იქ მშობლები ვერ შეძლებდნენ შვილების კონტროლს. ახალგაზრდები ხშირად აწყობდნენ წვეულებას, მაგრამ სახლის ბნელ ადგილებში არასოდეს არ შედიოდნენ. იმ ადგილებში მზის სხივებიც არ შედიოდნენ.
მე და ჩემი მეგობრები დიდხანს ვლაპარაკობდით ამის შესახებ. გადავწყვიტეთ რომ სახლის ბნელი ნაწილი დაგვეთვალიერებინა. ცნობისმოყვარეები ვიყავით და თანაც ეს თავგადასავალი გამბედაობას შეგვმატებდა. ჩიფსები, წყალი და ფანრები ავიღეთ. მოჩვენებების არსებობის არ გვჯეროდა – ეს მხოლოდ ბავშვების შესაშინებლად იყო მოგონილი, ჩვენ კი უკვე დიდები ვიყავით.
ნაცნობები გვეუბნეოდნენ, რომ ჭკუიდან შევიშალეთ – სახლის ბნელ ნაწილში არავინ არ შედიოდა. ჩვენ მაინც ამის გაკეთებას ვაპირებდით.
***
სახლის ბნელ ნაწილში ვიყავით. სიბნელეში ვიჯექით და ლუდს ვსვამდით. როცა ჩვენი თვალები სიბნელეს მიეჩვივნენ, კიბე დავინახეთ, რომელიც დაბლა ჩადიოდა. კიბეზე ჩავედით. ოთახში აღმოვჩნდით. ლუდის სმა გავაგრძელეთ. მალე ისევ დავინახეთ კიბე. ისიც დაბლა ჩადიოდა. სიფრთხილე დავივიწყეთ და უფრო დაბლა ჩავედით. ამ სართულზე ბევრი წყალი იყო. შარვლები დაგვისველდა. წყარო – Trileri.Wordpress.Com იქ რაღაც საშინელი სუნი იყო. ძალიან ბნელოდა. შეშინებულები ვიყურებოდით. უეცრად ქალის კივილის ხმა გავიგეთ და ჩვენი ფანჯრებიც ჩაქრა. მთელი სისწრაფით გავრბოდი. უკან არ ვიყურებოდი, მეგობრებს არ ველოდებოდი. მათი ყვირილის ხმა მესმოდა. გარეთ გამოვვარდი და მაშინვე გონება დავკარგე.
***
არ ვიცი გონება რატომ დავკარგე. ესეც მოჩვენების ბრალი იყო თუ ძალიან შემეშინდა? მხოლოდ ის ვიცი რომ იმ ღამეს სახლიდან მხოლოდ ერთი ადამიანი გამოვიდა. ეს ადამიანი მე ვარ.# juni
პოლიციელებმა მთელი სახლი დაათვალიერეს და ოცი წლის დამხრჩვალი გოგონას სხეული იპოვეს.
ჩემი მეგობრები ახლაც დაკარგულებად ითვლებიან.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев