ჩვენს დროში კუნძული საზაფხულო საკურორტო ადგილად იქცა, სადაც რამდენიმე მოტელი და სახლია. 1600 წელს იქ მეთევზეთა საზოგადოება იყო. ამბობენ, რომ ისინი დაწყევლილები იყვნენ. მთელი სოფელი დაწყევლილი იყო. წლების მანძილზე ხალხი იხოცებოდა. კუნძულის ახლანდელი მაცხოვრებლები ამბობენ, რომ სულებს ხედავენ ხოლმე.
ერთ სახლში მოხუცმა თავი მოიკლა. ხალხმა ბევრჯერ დაინახა მკვდრის სული. ვინც ამ სახლში იყო ამბობდა, რომ კიბეებზე ასვლის დროს თითქოს ვიღაც ხელს ჰკრავდა. წყარო – Trileri.Wordpress.Com ერთხელ მოტელ ,,Oceanic Hotel” – ის კლიენტებმა კიბესთან მოხუცი დაინახეს, რომელიც რამდენიმე წამის შემდეგ გაქრა. კლიენტები ხშირად ხედავდნენ თეთრებში ჩაცმულ ქალს. ის მეორე სართულზე იმალებოდა.
მოტელის მესამე და მეოთხე სართულიც მოჩვენებებით არის სავსე. თუ იქ ადამიანი ცოტახნით გაჩერდება, უცნაურ ხმებს გაიგებს. კარებები და ფანჯრები თავისით იღება.
ბევრი ადამიანი ამტკიცებს რომ კუნძულის სხვადასხვა ნაწილში შავი ძაღლი დაინახეს. მასთან მივიდნენ და ძაღლი გაქრა.
ერთი საშინელი შემთხვევაც მოხდა. პატარა ბიჭი დაიკარგა. მშობლები რამდენიმე დღის მანძილზე ეძებდნენ შვილს. კლდეზე იპოვეს. ბავშვი მკვდარი იყო. ამის შემდეგ მის სულსაც ხედავენ.
სტარ აილენდზე ბევრი ჟურნალისტი და მოჩვენებებზე მონადირე მიდის. ისინი თვლიან რომ ეს ნადმვილად მისტიკური ადგილია# juni
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев