ეპიდერმისის უჯრედები იღებენ ჟანგბადს არა სისხლძარღვებიდან, არამედ ჰაერიდან. ჰაერი შეიცავს 20%-მდე ჟაგბადს. ჟანგბადის კონცენტრაციის გაზრდა უზრუნველყოფს უჯრედოვანი შრის გამტარიანობის მომატებას და კოსმეტოლოგიური ნივთიერებების ღრმა შეღწევადობას შრეებში.
გამოიყენება ყველა ტიპის კანის მოსავლელად, როგორც ქალებში ასევე მამაკაცებში, განსაკუთრებით: მწეველებში, ცხიმიანი, ასაკოვანი და გადაღლილი კანის შემთხვევაში. პროცედურა ტარდება უკონტაქტოდ ტკივილის, კანის საფარის და დაზიანების გარეშე.
შედეგი:აკნეს პროფილაქტიკა, მგრძნობიარე და გადაღლილი კანის მოვლა-დატენიანება, ფოტო-დაბერებისა და ჰიპერპიგმენტაციის მკურნლობა, კანის ღრმა დატენიანება და ლიფტინგი-ნაოჭების კორექცია და მკურნალობა.
პროცედურის შემდეგ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში კანი არის დატენიანებული და გრძელდება რეგენერაციული აღმდგენი პროცესები.
ჟანგბადის ნაკადით სახის კანის გაჯერება ასტიმულირებს რეგენერაციის პროცესებს. მას გამოიყენებენ მიკროდერმაბრზიის, პილინგების, აკნეს, როზაცეას და სხვა დერმატოლოგიური დაავადებების მკურნალობის შემთხვევაში, კოსმეტოლოგიური საშუალებების (კონცენტრატის, შრატის) კანში ღრმად შესაყვანად.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев