* ცხოვრების წესად გაიხადეთ ვარჯიში. შეგიძლიათ, დილაობით ირბინოთ თქვენივე სახლის ახლოს, პარკში. თუ ამის საშუალება არ გაქვთ, რაც შეიძლება მეტი იარეთ ფეხით, იარეთ ფიტნესკლუბში, საცურაო აუზზე, მისდიეთ ტანვარჯიშს, იოგას ან უბრალოდ იცეკვეთ, იმოძრავეთ რაც შეიძლება მეტი. ეს ხელს შეუწყობს საჭმლის მომნელებელი ორგანოების მუშაობის, სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას, შეგმატებთ სასიცოცხლო ენერგიას.
* აუცილებლად ჩაიტარეთ წყლის პროცედურები. ფიზიკური დატვირთვის შემდეგ ძალიან კარგია კონტრასტული ან გამამხნევებელი შხაპი. ის აცოცხლებს კანს, ტონუსს მატებს სისხლძარღვებს და ამშვიდებს ნერვულ სისტემას.
* ეცადეთ, კვება დაბალანსებული გქონდეთ. კუჭ-ნაწლავის სისტემის დაავადებები, სამწუხაროდ, კვალს ტოვებს სახის კანზე, განსაკუთრებით - 40 წლის შემდეგ: შეშუპებას თვალებქვეშ, კანის მქრქალ ფერს და სხვა. საკვები მდიდარი უნდა იყოს მინერალური მარილებით, ვიტამინებით, სასარგებლო ნივთიერებებით. ასეთია ხილი, ბოსტნეული, რძის პროდუქტები, თევზი, მჭლე ხორცი.
* ერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. მწეველ ქალებს კანი თხელი და ფერმკრთალი აქვთ, ადვილად უღიზიანდებათ.
* ჭარბად ნუ მიირთმევთ ცხიმიან და ცხარე საკვებს, რადგან ესეც უშლის ხელს საჭმლის მომნელებელი ორგანოების მუშაობას.
* მზეზე დიდხანს ნუ გაჩერდებით, მინიმუმამდე დაიყვანეთ სოლარიუმში ვიზიტიც, რადგან ულტრაიისფერი სხივები აშრობს და აბერებს კანს. თუ გიყვართ კანის ბრინჯაოსფერი შეფერილობა, ყოველდღე დაიბანეთ ახალმოდუღებული ყავით. კანი დროთა განმავლობაში მიიღებს ლამაზ, ბრინჯაოსფერ ელფერს.
* ყურადღებით შეარჩიეთ სახის კრემი.
* კანს უხდება მცენარეული აბაზანები. კარგია პიტნა, ვარდი, ბარამბო, გვირილა.
თაფლისა და რძის აბაზანა ნებისმიერი არომატული ეთერზეთით
თაფლი გავხსნათ თბილ რძეში და დავუმატოთ 2-3 სუფრის კოვზი ეთერზეთი (ციტრუსისა, ვარდისა). მიღებული ნარევი ჩავასხათ აბაზანაში.
ზღვის მარილისა და ეთერზეთების აბაზანა
500 გრამი მარილი გავხსნათ ცხელ წყალში, დავუმატოთ 2-3 სუფრის კოვზი ნებისმიერი ეთერზეთი. ზღვის მარილი ფასდაუდებელია სხეულის მოვლისთვის. ასეთი აბაზანა არა მარტო ასუფთავებს, არამედ ტონუსს მატებს კანს, ამშვიდებს სხეულს და ნერვულ სისტემას
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев