ფრესკა დედოფლის წამების თვითმხილველ პორტუგალიელ ბერებს შეუქმნიათ. პორტუგალიურად ქეთევანი გეტევანდაა. ქეთევან წამებული ევროპაში რამდენიმე სახელითაა ცნობილი. ზოგან მას კატერინასაც უწოდებენ. ყველამ იცის, რომ ის იბერთა დედოფალი იყო.
მისიონერი ბერები აღწერენ: „მისი ცხედარი რამდენიმე თვე უხრწნელი იყო და ვარდის სურნელი ასდიოდა“.
პორტუგალიელმა ბერმა მამა ამბროსიო დუშ ანჟუშმა თეიმურაზ მეფეს დედის თავის ქალა ჩამოუტანა. როგორც ანჟუს წერილიდან ვიგებთ, თეიმურაზ მეფეს ცრემლები წასკდა და მამა ამბროსიოს უთხრა, მთელი მსოფლიოს საგანძური რომ მოგეტანა, ამაზე ძვირფასი არ იქნებოდაო. ფრესკაზე თეიმურაზ მეფეც არის გამოსახული, რომელიც ტირის.
ფრესკაზე სამი სცენაა გამოსახული - დედოფლის ლოცვა, წამება და წმინდა ნაწილების საქართველოში ჩამოსვენება. ფრესკას ასეთი წარწერა აქვს: „პატივცემული დედოფალი გატევანდა, საქართველოს დედოფალი. ეწამა შირაზში, 1624 წლის 22 სექტემბერს“. ფრესკაზე გამოსახულია, დედოფალს მარწუხებით მკერდს როგორ გლეჯენ. იქვე კი ლათინური წარწერაა - „ღმერთო, შემეწიე ძუძუთა ჩემთა სატანჯველში“.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев