სასწავლო ცენტრი "ჰელიოპოლისი" ===========================================
იხ. Facebook ჯგუფი: მოსწავლე და აბიტურიენტი
=====================================
სკოლის მოსწავლეებისა და აბიტურიენტების მომზადება მათემატიკაში, ფიზიკაში და ინგლისურშიჯგუფების ორგანიზატორებს გაეწევათ შეღავათი!
================================
სერია: სიბრძნის კალეიდოსკოპი – ყველა დროის ყველაზე გენიალური ფილოსოფოსის – სოკრატეს რჩევები.
===========================
სიბრძნეს, რომლესაც არ გააჩნია ხანდაზმულობის ვადა.
=================================
სამი საცერი
===============
„ერთმა ადამიანმა ჰკითხა სოკრატეს: - იცით, რა მითხრა თქვენმა მეგობარმა თქვენზე?- შეჩერდი! - გააჩერა იგი სოკრატემ, - სანამ იტყვი, სათქმელი ჯერ სამ საცერში გაცერი.- სამ საცერში?- სანამ რამეს იტყვი, ჯერ სამ საცერში უნდა გაცრა. თავდაპირველად სიმართლის საცერში.დარწმუნებული ხარ, რომ რისი თქმაც გინდა, სიმართლეა?- არა, მე უბრალოდ მოვისმინე.- ესე იგი, არ იცი, სიმართლეა თუ არა. მაშინ მოდი, გავცრათ მეორე - სიკეთის საცერში.შენ ჩემს მეგობარზე კარგის თქმას აპირებ?- არა, პირიქით.- ესე იგი, - განაგრძო სოკრატემ, - შენ აპირებ ცუდის თქმას მასზე ისე, რომ დარწმუნებული არა ხარ, რომ სიმართლეა. ვცადოთ მესამე - სარგებლის საცერი.ნამდვილად აუცილებელია ჩემთვის იმის მოსმენა, რისი მოყოლაც გსურს?- არა, ვერ ვხედავ ამის აუცილებლობას.- ამდენად, - დაასკვნა სოკრატემ, - რის თქმასაც შენ აპირებ, მასში არც სიმართლეა, არც სიკეთე და არც სარგებელი. მაშინ რატომ უნდა თქვა?“მართლაც, მაშინ რატომ უნდა თქვა?!ან რატომ უნდა მოვისმინო?!
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев