აი ჩვენი პირველი ოჯახიც ვისაც ჩვენს მირე მიზერული თანხით 3 ლარით დავეხმარებით ამ თვეს.13 წლის ლუკა დაიბადა უამრავი თანდაყოლილი პათოლოგიით. მთელი ეს წლები, მას უვლის დედა - ირინა, რომელიც მხოლოდ ლუკას ცხოვრებით ცხოვრობს. ირინა და მისი ორი შვილი ქირით ცხოვრობენ 10 კვ.მ პატარა ოთახში, ყოველგვარი პირობების გარეშე. მათ ძალიან ესაჭიროებათ საკვები პროდუქტები, საოჯახო ნივთები, მატერიალური დახმარება. პატარა ოთახში, სადაც ირინა ორ ბავშვთან ერთად ქირით ცხოვრობს, არ არის არანაირი პირობები. სველი წერტილები, რომლითაც 4 ოჯახი სარგებლობს, ეზოშია. მიუხედავად ყველა ცხოვრებისეული პრობლემისა, ირინა ცდილობს იყოს მშვიდი, რადგან იცის, რომ დედის ყველა ემოცია ბავშვს გადაეცემა. ლუკა დედას გრძნობს, რეაგირებს მის ხმაზე, იღიმის, როდესაც ირინა მას ეფერება, ეხუტება და უმღერის... მაგრამ სიმშვიდის შენარჩუნება და ცრემლების შეკავება, სულ უფრო და უფრო ძნელი ხდება. სოციალური დახმარების და ლუკას პენსიის დიდი ნაწილი ოთახის ქირაში იხარჯება. ლუკას დღეში 3,5 ლარის წამლები სჭირდება და ზოგჯერ ოჯახი არჩევანის წინაშე დგება, იყიდონ საჭმელი თუ წამლები. მაგრამ ალბათ ხვდებით როგორ არჩევანს აკეთებენ ირინა და ლუკას უფროსი და - მშივრები როგორმე გაძლებენ, ხოლო ლუკასთვის წამლების გარეშე არ შეიძლება! მე დარწმუნებული ვარ რომ ერთად აიცილებლად დავეხმარებით ლუკას,მოვიკლოთ თვიურად ის 3 ლარი ვისაც აქვს საშუალება ,ერთი დღე არ მოვწიოთ სიგარეტი,არ ვჭამოთ სნიკერსი,არ ჩავირიცხოთ ტელეფონში და ა.შ დავუთმოთ ერთი დღე მათზე ზრუნვას ვისაც ჩვენი დახმარება სჭირდება!
ლუკას დასახმარებლად მოქმედებს შემდეგი ანგარიშის ნომერი..
ანგარიში საქართველოს ბანკში:
GE32BG0000000514524900
პირადი ნომერი : 62004019281 შეძლებთ საქართველოს ბანკის აპარატიდანაც ჩარიცხოთ.
(ყოველი თვის ბოლოს ბარათიდან გავაკეთებ ამონაწერს და დავდებ აქ რომ ნახოთ, ასევე ყველა ჩეკი რასაც ვიყიდით.ყოველივე თქვენგანს სურვილისამებრ შეეძლება მონაწილეობა მიიღოს საკვების ყიდვაში და ოჯახში მიტანაში.... ერთად ყველაფერს შევძლებთ )
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев