Предыдущая публикация
გიყვარს მაგრამ
გიწევს დამალო
გინდა იტირო რომ დარდისგან
გული დაცალო...
ძნელია როცა მონატრებით
გინდა იყვირო
მაგრამ ჩუმად ხარ... ამჯობინებ
უხმოდ იფიქრო...
ძნელია როცა ყოველ ღამით
სიზმრებში ხედავ
და ამ სიზმარშიც მიყვარხარო
თქმასაც ვერ ბედავ...
მართლა ძნელია სიყვარული
გულში ჩაიკლა
არავის უთხრა...რომ სიწმინდე
მისი დაიცვა...
ძნელია თურმე ღიმილით რომ
სევდას მალავდე
თვალებზე მომდგარ ცრემლებს
ჩუმად, უხმოდ ყლაპავდე....
ძნელი ყოფილა ყველა
გრძნობის გულში დატევა
დევნა ოცნების როცა იცი ის არ
ახდება....
ძნელია თურმე, ძნელი
სუნთაქვაც იმის გარეშე
ვისაც გული და გონებაც კი
ერთად აღმერთებს
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев