ჩემი ცრემლები,
სველი ფერებით
სად არ გეძებდი.
თურმე წასულხარ
ვისთან ვერ ვხვდები.
ციდან ცრემლები,
წვიმის წვეთებით,
სწრაფად მოდიან
ჩემში, ვერ ვწყდები
ისევ ფიქრები,
შენი სიტყვები,
შენი ღიმილით ვისთან იქნები?
ვერ მიგატოვებ მაინც ფიქრებში,
ჩემთან დარჩები ისევ ისეთი.
ლაპარაკს, როცა ბავშურად იწყებდი,
როცა ჩემს გულში თამამად გიშვებდი,
თვალებით, როცა სივრცეს მივსებდი,
როცა სიყვარულს შენით ვიწყებდი,
ყველა ოცნება, ლამაზი ფიქრები,
უეცრად გაქრა სხვისი სიტყვებით.
არ მინდა მჯეროდეს აფსურდი სიტყვების,
არ მინდა გამართლდეს უაზრო ტყუილები.
ირგვლივ სიჩუმე, შენზე ფიქრები,
მხოლოდ შენ მოდი, მე შენ მჭირდები,
წამებში გააქრე ვიღაცის სიტყვები,
მე შენში მუდამ, შენ ჩემში იქნები,
მე ერთის მჯერა და ამას გპირდები,
ბედნიერების გაგვათბობს სხივები.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев