Предыдущая публикация
არ გამიყვანო უფალო
ჯერ ამ ამაო სოფლიდან,
ჩემთვის არაფერს არ შეგთხოვ,
მუდამ მცირედი მყოფნიდა.
გაუტანლობის ხანაში,
ტკივილი გამალექსინე,
და სიყვარული მარცვლებად,
გულებში დამათესინე.
მომასწრებინე უფალო,
კეთილი საქმის ჩადენა,
მოყვასისაგან ღვარძლის და
ბოროტი მზერის განდევნა.
ყველა სიავის პასუხად,
მომეცი ლოცვის ძალ-ღონე,
გზას აცდენილთა მოყვასთა,
შენდობის ხმა გამაგონე.
სამშობლოსათვის მაწამლე,
უფალო უნდა მისმინო,
სხვას აღარაფერს არ შეგთხოვს,
არასდოს არვისთვინო.
მერე კი ნება შენია,
და იყავნ ნება რაც არი,
ამიყვავილე უფალო,
სიკეთის ერთი მარცვალი.
ავტორი მე:
ლევან ხარებავა
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев