-ადექი დილას, დოუყარე საჭმელი ქათმებს, ღორებს, ძროხა გადადენე საძოვარზე, ძაღლს აჭამე, მერე ქე მოტრიალდი სახლში, გაახურე შეშის „ფეჩი“ ბოვშებს რომ არ შეცივდეთ. ღმერთის დიდება თქვი და ქე გადაკარი, ერთი ჭიქა ცოლიკაური, მეიტეხე ჭადი და ჩააწე ლობიოში და ამისთვისაც მადლობა გადოუხადე ღმერთს, ქერო გაახსენდი და დღეს საჭმლის გარეშე არ დაგტოვა, დოუძახე ახალგაღვიძებულ ბოვშებს, გაატანე საგზალი სკოლაში მიმავალს, ქალს დოუძახე დაუყვავე და უთხარი, რომ ამდენი წელი გევიდა და ქე მოხვედით აქამდე და არც აწია საშიში რამე, ანუეგეშე ქალი, მშიშარა და მოწუწუნე კაცზე მეტად არაფერი ეზარება ქალს, პატარა შემართებას თუ მიცემ მთებს გადადგამს, ასეა მისი ტვინი მოწყობილი, ადექი მერე გამეისახე პირჯვარი და შეუდექი საქმეს, ორი ხელი და ორი ფეხი რომ გაქვს, რამ უნდა გაგაჩეროს კაცი ტყუილა, გადი გარეთ იქაც დაგხვდება ქვეყნის გასაკეთებლი სიკეთე, მეზობელს კაი გამარჯობა უთხარი და მშვიდობა უსურვე, ესაა მთავარი, თუ გლახა სახით დეინახო? ქე კითხე რა ამბავია მის თავს. ზოგი მისთაანა უჟმურია, გლახაც, რომ არ სჭირდეს მაინც ქე ჩამოტირის სახე, ეეე, მაგისთანები არ უყვარს ღმერთს, თუ კი არავინე არ მომკვდარა და ავად არავინ გყავს, რა ჯანდაბამ მოგიჯღანა ეგ სახე, -მაგისთანა კაცსაც უთხარი კაი გამარჯობა და შენი სიხარული გადადე, ზოგს შეიძლება სულელი ეგონო ან უდარდელი მარა ღმერთმა ხო იცის რაცხა ხარ, მარა მეორე შამოგხვდება იმნაირი გულიანი მეზობელი სულ გადაგესარკება გული, მაშინ მიხვდები თლა წასული, რომ არაა ჩვენი საქმე..სიკეთის კეთებას რა უნდა ბიძია..სიკეთე საცხა გულის კუნჭულში უნდა აცხოვრო და რავარც ჰაერი გჭირდება ისე უნდა გინდოდეს მისი კეთება, ფული კი არაა ყველაფერი..ფული ქონდა ჩემ მეზობელ ხახუტა ლოლაძეს მარა ქე არის მისი სახლკარი დაქცეული და ეზო მოჯეგილი, ფული კი არა გული ჭირდება ადამიანს გული...მინდა ყველა დაგვაფიქროს ამ სიტყვებმა, მართლა რაზე ვუთვლით ისედაც ხანმოკლე წუთისოფელს დღეებს და რატომ ვანგარიშობთ ფულით..იქნებ სიკეთის კეთებას მართლაც არაფერი ჭირდება, მხოლოდ გული!!!ავტორი #შორენა #არევაძე
/.........../
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 1