Предыдущая публикация
ეგოისტურად დატოვე შენთან.
მეც უკვე ვეღარ დაგიბრუნდები,
და ჩემს მაგივრად შერჩები შენს თავს.
მომინახულებს მალე ზამთარი,
თუ შემოდგომას გადავურჩები.
აქ სიყვარული არის მთავარი,
და არა ის თუ როგორ დავრჩები.
გამოფიტული აზრის მარაგში,
აღარ არსებობს არაფრის გათვლა.
როგორც ცხოველი ბორგავს ხაფანგში,
მეც ისე მიწევს თავის გატანა.
შენ მოახერხე სხეულით ამცდი,
მაგრამ ამ სულმა არ გაგატარა.
შენ ყველაფერი უკვე წამართვი,
მე მონატრების შეგრძნების გარდა.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев