არ მიყვარდათქო, სულ ასე ვიტყვი.
არც გაგიხსენებ მე ხალხთან ბევრად,
და აღგწერ რაღაც სულ ორი სიტყვით.
თითქოს გიცნობდი რიგითს ამ ქვეყნად.
ისე უბრალოდ მოწონებული,
რომ გაფიქრებაც თითქოს ბევრია.
ცივი გონებით მოწოდებული,
თითქოს ეს გრძნობა არაფერია.
აღარც მახსოვსთქო, სულ ასე ვიტყვი.
და მოჩვენებით დაგიწყებ ძებნას,
და გახსენებაც, რომ თითქოს მიჭირს,
ვითომ იყავი მხოლოდ შეჩვევა.
მაგრამ დავრჩები მერე სულ მარტო,
დამკბენენ ვიცი ფიქრის ძაღლები.
ტკივილი ბევრი, ტკივილი ფართო.
მარტო არავის შევებრალები.
გულის სიღრმიდან გახეთქავს სევდა,
და ამოხეთქავს ჩუმი გოდებით,
მე მოჩვენებით გივიწყებ ყველგან,
შენ მერე მღუპავ განმარტოებით.
https://m.facebook.com/QARTULISULII/ ეს ჯგუფი გადავიდა ფეისბუქზე ვისაც მოგწონდათ და მოგწონთ გადადით ზემოთ აღნიშნულ ლინკზე და მოიწონეთ გვერდი ❤❤❤
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 1