Предыдущая публикация
როდის დავუკრიფეთ ვარდები?
ილია არ გვეყო და ზვიადის
შუბლი გავუხვიტეთ წამებში.
როდის არ ვღალატობთ სამშობლოს?
ძმა ისევ ძმის სისხლით რომ დავთვერით!
რამდენჯერ გავყიდეთ სამშობლო?
რამდენჯერ?! კაპიკებს კვლავ ვეტრფით!
როდემდე ქართველნო როდემდე?
გავყიდეთ მიწაც და მთა-ველი!
რა შეგვჩა ნეტავი ამ ქვეყნად?
ღირსებაც აღარ გვაქვს ნათელი!
როდის არ ვღალატობთ სამშობლოს?
დუმილიც მტრის ზრახვებს დარაჯობს.
გამოიღვიძეთ ქართველნო
წამზომი ჩაირთო საქართველოვ!
(დღეს ყველა ჯარისკაცი უნდა გავხდეთ,
სამშობლო გვეძახის, სამშობლოს ვჭირდებით)
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев