Предыдущая публикация
ღვინობისთვეა!-
არც ერთი დღე ამ თვეს უღვინოდ!
მაჭრით გავბრუვდეთ და ერთმანეთს
სულში ვუღიმოთ!
ღვინობისთვეა!-
არც ერთი დღე ამ თვეს უმზეოდ!
იხარე , ჭერო! ხოლო , მტერო-
გასკდი გულზეო!
რქებაკოკრილი ნიშა ხარის ზარი ჟღარუნობს.
ღვინობისთვეა!-
არც ერთი დღე უსიყვარულოდ!
ღვინობისთვეა!-
საქართველოს თვე დაუმშვენოს!
ყველა სნეულს და უიმედოს
ღმერთმა უშველოს!
ღვინობისთვეა!-
ჩემ ქვეყანას მადლი უშენოს!
არც ერთი წამი არ მაღირსო,
ღმერთო, უშენოდ!
ალეკო ჩინჩალაძე . 10 . 10 . 2020.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев