Предыдущая публикация
დილით მოგიხარშავ ყავას,
წლები თუ ფიფქებად დათოვს.
ყველა რომ თავის გზით წავა,
მე და შენ დავრჩებით მარტო.
ყავაში ჩაგიყრი სათქმელს,
სუნთქვას შემოგახვევ შალად.
ფერებს მოგიხატავ...რამდენს,
არსად არ გაგიშვებ ცალად.
მერე...გადავფურცლავთ წარსულს,
მზერას გავაპარებთ კარებს...
ასე, ოცნებებში წასულს,
თავზე დაგვადგება ღამე...
ღამეც გაილევა... თითქოს,
არც კი დაწყებულა თოვა.
რასაც ოცნებაში ვითხოვთ,
მოვა, უსათუოდ, მოვა!...❤️
(მარიკა ახალაია)
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев