2.
_მერე და დისტანცია არ უნდა დაიცვა ბიჭო, კუდში რომ მიყვები?_რატომღაც მაინც ეს საცოდავი ბიჭი გავამტყუნე.
_ჩემ დედას შევ..ი თუ ძალიან ახლოს მივყვებოდი. უბრალოდ, რესკად წამიტორმუზა და ვეღარ მოვასწარი გაჩერება... აუ, ჩემი... რა ვუთხრა ახლა მამაჩემს? მომკლავს._იქვე ჩაიცუცქა და თავზე შემოიწყო ხელები.
ერთხანს თანაგრძნობით ვუყურებდი ამ საცოდავ ბიჭს. გამახსენდა ჩემი პირველი ავარია და გული მომილბა რატომღაც.
_კარგი, მაშინ და შენ შენი მანქანა გააკეთე და ჩვენ ჩვენსას მივხედავთ. არანაირი პოლიცია და არანაირი ქურდები. შევთანხმდით?
ბიჭმა გაოცებით ამომხედა. მერე ფეხზე წამოდგა და მალევე ჩამირტყა თანხმობის ნიშნად მარჯვენა, ალბათ, არ გადაიფიქროსო იფიქრა. მერე გიოს დავურეკე, ევაკუატორი მოვაყვანინე და ჩემი დის თეთრი აუდი სახელოსნოში წავაღებინე.
_სანამ ნორმალურად არ ისწავლი მანქანის მართვას, აღარ დაგინახო რომ საჭეს მიუჯდე._ჩემს მანქანაში ჩავსხედით თუ არა, მაშინვე გამოვუცხადე ანჩოს._შენისთანა ძალათ მძღოლები აფუჭებენ ყველგან საქმეს... რა დაჯდება ახლა ამ მანქანის გაკეთება იცი? კიდევ კარგი, რომ არაფერი მოგივიდათ ან ერთს და ან მეორეს.
_ოჰ, ნეტა ეს ვინ მარიგებს ჭკუას?_გაცეცხლდა ჩემი და._შენი ოინები შენ თუ დაგავიწყდა, მე არ დამვიწყნია._ისეთი მედიდური იერით გადმომხედა, თითქოს მართლაც მე ვტყუოდი ყველაფერში._დედას ან მამას თუ ეტყვი, ბევრი შენი საიდუმლო ვიცი იცოდე და იმას გავთქვამ.
_მაშანტაჟებ?_სიბრაზე მომერია._თემქაზე რა ჯანდაბა გინდოდა?_ხმა გავიმკაცრე უფრო.
_საქმე მქონდა. გასაგებია?_ისე მითხრა, არც კი შემოუხედია ჩემთვის. გახეთქილი ტუჩის გარშემო რაღაც ფერადი მაზები წაისვა, რომ შეწითლება დაეფარა. მერე პომადაც გადაისვა და მართლაც აღარ ემჩნეოდა ისე ძალიან დაზიანება.
ჩვენს კორპუსთან რომ შევაჩერე მანქანა, სადარბაზოდან გამომავალი ცისია შევნიშნე.
_ერთი წუთი მოიცადე და ბარემ ცისია გააყოლე სახლში, ჩემს გამო შეაგვიანდა წასვლა._მიბრძანა ანჩომ და მანქანიდან ისე გადავიდა, ჩემს პასუხს არც კი დალოდებია.
_ბოდიში, რაღაც მოხდა და მაგიტო შემაგვიანდა. ჩემი ძმა გაგიყვანს სახლში.
ცისიამ ერთი კი გამომხედა მორიდებით და იუარა.
_არ არის საჭირო, ტაქსით წავალ.
თავიდან ანჩოზე გავბრაზდი, მისი წაყვანა რომ მიბრძანა, თითქოს მისი პირადი მძღოლი ვყოფილიყავი. ახლა კი ცისიაზე გამებრაზა, ცივი უარი რომ მტკიცა. თავიდან ფეხებამდე ავათვალიერ-ჩავათვალიერე ეს უშნო გოგო, თითქოს ისეთი ლამაზი ყოფილიყოს, მაშინვე ზედ მივაფრინდებოდი.
_ტაქსით რატო უნდა წახვიდე?_გაუკვირდა ანჩოს და ჩემს მხარეს უკანა კარი გამოაღო. რომ იტყვიან ძალით ჩასვა ძიძა ჩემს მანქანაში და მიუხურა კარი._დროებით, ორშაბათს ისევ გელოდები ჩვეულებრივად._ღიმილით დაუქნია ანჩომ ხელი და სადარბაზოში შევიდა.
ერთხანს ლამპიონით განათებულ მანქანის სალონში უკანა ხედვის სარკით მივჩერებოდი ცისიას, რომელმაც როგორც იქნა გაბედა და გაოცებით გამომხედა.
_მისამართს ველოდები, სად მიგაბრძანოთ._ვეღარ მოვითმინე და წყრომა გავურიე ხმაში.
_ზემო პლატოზე, მესამე მიკროში._რატომღაც მორიდებით მითხრა და გამიკვირდა. ერთხელ კიდევ გავხედე სარკეში და გიჟივით მოვწყვიტე მანქანა ადგილიდან.
უხმოდ ვიმგზავრეთ. მაღიზიანებდა მისი ეს სიჩუმე, მორიდება და თავდაჭერილობა. ნათქვამ მისამართზე რომ მივიყვანე, მანქანიდან გადავიდა თუ არა, ზრდილობიანად მითხრა მადლობა, კარი ფრთხილად მომიხურა და სადარბაზოში უკანმოუხედავად შევიდა ამაყი ნაბიჯებით. მთელ სალონში მისი სუნამოს ტკბილი სურნელი ტრიალებდა თითქოს ვანილის არომატით. წამიერად გავაყოლე მზერა და სიბნელეში რომ გაუჩინარდა, ისევ გიჟივით დავძარი მანქანა ადგილიდან.
დღევანდელი ქალის თემა გამემაზა და ისევ სახლში წასვლა ვარჩიე. პატარა ჩემოდანი ჩავილაგე სახვალიოდ ზღვაზე წასასვლელად და საწოლზე პირქვე დავემხე. რომ მეგონა ვერ დავიძინებდი ქალის ალერსის გარეშე, მშვენივრად გამოვიძინე. დილაადრიან მაღვიძარამ რომ გამაღვიძა, ფეთიანივით წამოვხტი. შხაპი მივიღე, წვერიც სუფთად მოვიპარსე, გამოვიპრანჭე. იმდენი ოდეკოლონი მივისხი, გვარიანად ავყროლდი და ინდირას სახლისკენ გავწიე.
_ორი დღით მივდივართ გოგო, ამდენი რა მოგაქვს?_გამიკვირდა, როცა ორი მოზრდილი ჩემოდანი გამოაგორა სადარბაზოდან.
_მე ხომ არ ვიცი იქ რა ამინდი დამხვდება?_კეკლუცად შემომღიმა და ტუჩებზე მეძგერა._ქალი ყოველთვის ფორმაში უნდა იყოს რომ იცოდე.
კარგა გვარიანად მძიმე ჩემოდნები საბარგულში ჩავაწყე და საჭეს მივუჯექი.
_წავედით?_ფორმალობისთვის ვკითხე გადაპრანჭულ ინდირას, თორემ მეც ძალიან კარგად ვიცოდი, რომ უნდა წავსულიყავით.
_რა ვიცი, შენ თუ სხვა საქმე არ გაქვს, მაშინ წავიდეთ.
ეს "სხვა საქმე" ისეთი ეშმაკური ღიმილით მითხრა, მივხვდი რასაც გულისხმობდა, მაგრამ წასვლა ვამჯობინე. მაგის დროც მექნებოდა ზღვაზე ჩასულს.
ზუსტად ოთხი საათი მოვანდომეთ ბათუმამდე ჩასვლას. ეს ოთხი საათი ენა არ გაუჩერებია ინდირას. რას ყვებოდა, სიმართლე რომ ვთქვა, ნახევარზე მეტი არ მესმოდა. მშვენიერი შესახედაობის ქალი იყო: ტუჩი, მკერდი, თეძო, ტრაკი, ფეხი... თავში არ ეყარა უბრალოდ არაფერი და თავის ენას ხომ აწვალებდა და ღლიდა, მეც ტვინს მიღლიდა. სამაგიეროდ, საწოლში იყო უმაღლესი და მიტომაც ვითმენდი მის სულელურ ლაქლაქს. წინდაწინ დაჯავშნილ სასტუმროში რომ მივედით. ინდირა მაშინვე აბაზანაში შევარდა, მგზავრობის მტვერი უნდა ჩამოვირეცხოვო. მე საწოლზე ჩამოვჯექი და მოთმინებით დაველოდე როდის გამოვიდოდა იქიდან, რომ ახლა მე შევსულიყავი. თან ტელეფონი მოვიმარჯვე და სოციალურ ქსელში ახალ ამბებს გადავავლე თვალი. ინდირა როდის გამოვიდა, რატომღაც ვერ გავიგე. ტელეფონი ხელიდან რომ გამომგლიჯა და მსუბუქად მოისროლა საწოლზე, გაკვირვებულმა ავხედე. შიშველ უზადო სხეულზე პირსაწმენდი ქონდა შემოხვეული. კალთაში ჩამიჯდა ჩვეული კისკისით და ქოჩორში შემიცურა თითები. ამ ცდუნებას მართლაც რომ ვერ გავუძელი, მითუმეტეს რომ მთელი გზა მის ნახევრად მოშიშვლებულ მკერდს შევყურებდი და ნერწყვს ვყლაპავდი. ხელის ერთი მოსმით შემოვფცქვენი პირსაწმენდი, საწოლზე გადავაწვინე და მაშინვე მის შიშველ მკერდში ჩავრგე თავი...
ერთობ ნასიამოვნები და კმაყოფილი შევედი აბაზანაში. იქიდან გამოსულს ინდირა უკვე შავ ბიკინში დამხვდა, რომელზეც გამჭვირვალე ყვითელი შარფი ქონდა შემოხვეული და პლიეჟზე წასასვლელად მზად იყო.
_არ გვესადილა, არ გშია?_გამიკვირდა, რადგან მე მგელივით მშიოდა და კუჭი მგონი დედასაც მაგინებდა უკვე.
_ბუნგალოში მოვსხდეთ და იქ მივირთვათ რამე._წითელი პომადის ნაკვალევი დამატყო ყელზე და კისკისით გავიდა ნომრიდან.
_ოხ, ეს ქალები._წავიდუდუნე და მეც უკან მივყევი.
ბუნგალოში მართლაც შევჩერდით და ცოტა დავნაყრდი. მერე კი პლიაჟზე გავედით. შარფი რომ მოიძრო და შეზლონგზე დააგდო, გაკვირვებული მომიბრუნდა, შენ არ ჩამოხვალ?
_მიდი და მეც მოვალ._შეზლონგზე ჩამოვჯექი და სიგარეტს გავუკიდე.
თვალი გავაყოლე ზღვაში შემავალ ინდირას მადისაღმძვრელ ფორმებს და მისკენ მიმართული მზერა რომ დავიჭირე კაცებისა, სიამაყით ავივსე, რომ ეს ქალი ჩემთან იყო. სიგარეტის მოწევა რომ დავასრულე, მეც გავიძრე ტანსაცმელი და ჩემი ნავარჯიშებელი სხეული გამოვამზეურე. ინდირამ ცურვა არ იცოდა და წელამდე წყალში ძლივს შევიდა. ჯერ მეც მასთან გავჩერდი. მერე მომწყინდა ბაყაყივით გუბეში ჭყუმპალაობა და ძლიერად მოვუსვი მკლავები. ისე შორს შევედი ზღვაში, სანაპირო აღარც კი ჩანდა. მერე ზურგზე დავწექი და ასე ნებიერად ვილივლივე კარგა ხანს. მერე ისევ სანაპიროსკენ მოვუსვი მკლავური. ინდირა შეზლონგზე პირქვე იწვა და ირუჯებოდა. შორიდანვე შევნიშნე მის გარშემო მოწრიალე ვნებამორეული კაცები, კმაყოფილი ღიმილით რომ მისჩერებოდნენ. მივხვდი, რომ დიდ თავსატეხს გამიჩენდა ეს მშვენიერი ქალი. ზღვიდან ამოვედი თუ არა, მასთან მივძუნძულდი. ფეხები განზე გავაწევინე, შეზლონგის კიდეზე ჩამოვჯექი და მის ფუმფულა დუნდულებზე ზურგით კმაყოფილი გადავწექი. ეს ჟესტი უფრო იმ კაცებისთვის იყო განკუთვნილი, მის გარშემო რომ წრიალებდნენ რაღაცის იმედად. დავანახე და ნათლად ვაგრძნობინე, რომ ეს ქალი დაკავებული იყო.
ჩვენს დანახვაზე გოგოებმა კისკისით რომ ჩაგვიარეს, ინტერესით გავაყოლე მზერა. მჯობნზე მჯობნი არ დაილევაო ნათქვამია. თუ, უბრალოდ, ნახევრად შიშველ ქალებს რომ ვხედავდი, ვეღარ ვაზროვნებდი და ამიტომ ყველა ლამაზი მეჩვენებოდა. ასეთი გაუმაძღარი რატო ვიყავი ვერ ვხვდებოდი. რაღაც თითქოს დაუკმაყოფილებლობის გრძნობა მქონდა. მშვენიერი ქალი იყო ჩემს გვერდით. კაცების უმრავლესობა პირღია მისჩერებოდა მის უზადო სხეულს და მე მაინც სხვებისკენ გამირბოდა თვალი. ღირსი ვიყავი წამომხტარიყო ინდირა და თავისი გრძელი მოვლილი ფრჩხილებით ამოეკორტნა ჩემთვის თვალები, მაგრამ...
ჩვენს გარშემო საეჭვოდ მოყიალე კაცები რომ მიცოტავდნენ, შეველიე ინდირას დუნდულების სავარძელს და წამოვდექი.
_მე ისევ ზღვაში უნდა შევიდე. შენ არ შემოხვალ?_ცალყბად ვკითხე, თორემ სულაც არ მინდოდა რომ შემომყოლოდა.
ლამაზი გოგონა დავინახე ლამის წელამდე მუქი წაბლისფერი თმით და მისთვის თავის მოსაწონებლად შევდიოდი.
_არ მინდა, იყოს, შენ შედი._ისე მითხრა, არც კი მოუხედია ჩემსკენ.
მეც ეს არ მინდოდა? სიხარულით გავწიე უცნობისკენ, რომელიც ფარულად მიმზერდა თავისი შავი ბრიალა თვალებით და ეს მისი მზერა თავდაჯერებულობას მმატებდა უფრო.
(გაგრძელება იქნება)
#ელეონორა 💜💜
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев