Предыдущая публикация
მციოდა და სული გამითბე,
შემოგეკედლე,
მშვიდი გულით თავი მოგანდე.
გამიფერადე და სიცოცხლეს ხალისით ვხვდები,
და სიყვარულით სამყაროს ხე ხელით მოვხატე.
ზეციურ ნისლებს გავუმხილე შენი სახელი,
და წვიმამ ხელი მიფათურა სახეზე მორცხვად,
მერე გაბედა
და მხურვალე,ნაზი ფერებით,
ჩუმი ჩურჩულით,
რად მიყვარხარ,წამოსცდა ოხვრად.
ალბათ ბედია ყველაფერი, და ღვთის განგება,
და უნებურად ჩვენი გზები გვერდიგვერდ მიდის,
შენი ხელიდან,სითბოს რომ ვგრძნობ,მყარად დავდივარ
და მაპატიეთ,თუ მადლობას ამისთვის ვიხდი.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев