Предыдущая публикация
გარეთ შეშლილივით დგანან ამინდები.
რადგან მიზეზები ასე გვაშორებენ,
მსგავსად სიკვდილისა არც შენ არ
მინდები.
აღარც ვლაპარაკობ, არსად ვიხედები.
ალბათ საბრალონი ასე გიჟდებიან.
ისე მარტივია, როცა არ უხდები
დამპალ ცხოვრებას გიმიზეზდებიან
ძველი ჭრილობები. ყველა ნაიარევს,
ვეღარ მოერიე მაინც იღიმები.
დგახარ არაფერზე შენს სულს ანიავებ,
ჯიბელგამოხეულ არვის არ ჭირდები.
ახლა არაფერი, ამინდს ეგუები
გღვიძავს შუაღამით. ხედავ ეწევიან
გარეთ ჩამომსხდარი წყვილი ბეღურები
ლამაზ ცხოვრებას და ასე ბერდებიან.
ქუჩა ნაწვიმარი, (ალბათ გაციებულ)
გარეთ შეშლილივით დგანან ამინდები.
რადგან მიზეზები ასე გვაშორებენ,
მსგავსად სიკვდილისა არც შენ არ
მინდები.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 1