სადაც ოცნების იწყება ბილიკი იქ, სადაც
პირველად
ჩამხედე თვალებში სადაც მზე აყრუებს
სიჩუმის ლაბირინთს და სადაც არ წყდება
ქარების თარეში. სადაც ზღვის ტალღები
ნაპირის ტრფიალით სონატებს წერენ და
ლექსებით თვრებიან იქ სადაც ვარდები
ელიან სიყვარულს და სადაც გრძნობები
არასდროს კვდებიან. იქ სადაც ცა არის
უსაზღვროდ მაღალი ციცაბო კლდეებზე
იზრდება შროშანი იქ სადაც სიყვარულს არა
აქვს საზღვარი და სადაც გრძნობებით
ლოთაობს მგოსანი. იქ სადაც კერპებად
უწყვიათ გულები და ლოცვად დაღვრილი
მუსიკის ხმებია იქ სადაც ნდობაა ნდობაზე
მაღალი და სადაც თვალები თვალებით
თბებიან. იქ სადაც ლოდინი ფერებად ანთია
მუსიკად იღვრება ფოთოლთა შრიალი იქ
სადაც ყოველთვის სიჩუმით გელიან და
სადაც არასდროს არ არის გვიანი(((
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев