Предыдущая публикация
და არავინ თქვას სიტყვები დარდის...
ცუდი იქნება მოვიდეს თოვლი
და არავინ თქვას:-რა კარგად ბარდნის...
ცუდი იქნება აყვავდეს ია
და არავინ თქვას ლექსები"ფშავლის"...
ცუდია როცა მძიმე ცხოვრება
მიზეზი ხდება ჩხუბის და დავის...
ცუდი იქნება მოწყდეს ვარსკვლავი
და არავინ თქვას სურვილი სულის...
ცუდია როცა წერით დავკავდი
და ფურცელს ლექსად დარდები უვლის...
ცუდი იქნება დაბეროს ქარმა
და არ გაფანტოს ცაზე ღრუბელი...
ცუდი იქნება დამტოვოს ქალმა
და მარტო ვზიდო მძიმე უღელი...
ცუდი იქნება დაეცეს გმირი
და ამას ღმერთი რომ ვერ ხედავდეს...
ცუდი ქნება დამტოვოს სულმა
გული კი ისევ რიტმში ფეთქავდეს...
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев