Предыдущая публикация
ბედობა დღეს უბედობა დამებედა.
ეხლა ვნანობ,როცა გნახე მაშინ მეთქვა,
როცა გნახე მეკოცნა და გამებედა,
რომ იცოდე,თუნდაც ესე არ განმსჯიდი,
მოხვიდოდი უშენობით არ დამსჯიდი,
გაგეღიმა იქნებ გულიც გაგეხარა,
გეკოცნა და მერე თავიც დაგეხარა.
ტკბილად გძინავს მე კი ფიქრით ღამეს ვათევ,
ქაშუეთში რომ შევდივარ სანთელს ვანთებ.
ღვინოს ვსვავ და შენით მთვრალი ვერა ვთვრები,
გულში ცეცხლი მიკიდია და ვერ ვთბები,
შენზე ფიქრმა დამავიწყა ყველა დარდი
გვირილები აღარ მიყვარს,მომწონს ვარდი,
დღე და ღამე ამერია დავიღალე,
მზიანი დღე რა უდროოდ დამიღამე.
ლექს რომ დავწერ შენ უთუოდ წაიკითხავ,
ესე ძლიერ ვინ უყვარსო გაიკითხავ
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев