Предыдущая публикация
ყოველთვის გამაჩნდა, პატიების უნარია.
ამას შენც გირჩევდი და იცი რატომ? იმიტომ,
რომ ეს არის ადამიანის დასჯის ყველაზე
მწარე ხერხი და ყველაზე სასტიკი განაჩენი,
რომელიც კი შეიძლება მას გამოუტანო. შენ
თვითონ წარმოიდგინე, რა იქნება, თუკი
იჩხუბებ ადამიანთან და მეორე დღეს ისე
მშვიდად გაუღიმებ, თითქოს არაფერი
მომხდარა. აი, მაშინ კი კარგად უნდა
დააკვირდე მის სახეს! ეს იქნება გაოცებისა
და სინანულის ნაზავი შეღებილი
სირცხვილისფრად. მერე კი ცოტა საკუთარ
თავსა და გრძნობებსაც ჩაუფიქრდი. ოჰ, რა
თავისუფლად და ბედნიერად იგრძნობ თავს.
დიახ, ეს ისეთი სიამოვნებაა, თვით ომში
გამარჯვება რომ მოგანიჭებდა, რადგან
პატიება და შერიგებაც გამარჯვებაა.
გამარჯვება მეტოქეზე, საკუთარ თავსა და
სურვილებზე.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 1