ოცი წლის შემდეგ- გავიმუქებ ალბათ ქერა თმას...
ოცი წლის შემდეგ- სადღაც ახლოს შუა ასაკთან,
მე შევეცდები ისევ შენთვის მთების გადადგმას...
ოცი წლის შემდეგ- მეყვარება ბაღი ნოემბრის...
და უმიზეზოდ ხშირად ცრემლიც მომეძალება...
დამჭკნარ ფოთლებსაც სიყვარულით მოვეფერები
და გაზაფხულის სურნელება მომენატრება...
ოცი წლის შემდეგ- საუკუნის ნახევარს დავცლი...
ოცი წლის შემდეგ- ფერს შეიცვლის ჩემი ბუნებაც...
ოცი წლის შემდეგ- იქნებ სულაც არ ვიყო მაშინ...
ოცი წლის შემდეგ- ფიქრებს დახრავს არდაბრუნება...
ოცი წლის შემდეგ,დღევანდელი ჩემი ლექსები
მომეჩვენება ცოტა სუსტი, გაუმართავი...
და მერე ისევ ჩავასწორებ ჩემს ძველ ნაწერებს,
ალბათ მექნება გრძნობა ისევ დაუღალავი...
ოცი წლის შემდეგ- გულზე ეკლებს ხელით შევსწვდები...
ოცი წლის შემდეგ- აღარ დავლევ უშაქრო ყავას...
ოცი წლის შემდეგ- ძველებურად თავს მოგაბეზრებ...
ოცი წლის შემდეგ- ამიჩქროლებს სისხლს შენი ნახვა...
ოცი წლის შემდეგ- მეყვარები ამაზე მეტად!..
როცა შენზე ფიქრს ყოველ ღამეს მივუძღვნი თეთრად...
ოცი წლის შემდეგ- იქნებ სულაც არ ვიყოთ ერთად,
მაგრამ,მე მაინც მეყვარები ყველაზე მეტად!...
ია ნანეიშვილი ოცი წლის შემდეგ
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 28
კვლავაც მოხვალ,
ლამაზ ფიქრებად.
ოცი წლის შემდეგ
მეყვარები
უფრო ძლიერად..
ყულფში გახლართულს ნეტარებად ისიც ეყოფა.
ჩამოუთვალონ სათითაოდ ის ვინაც დასცა
ვინც მიუსაჯა გალიაში თავის შეყოფა
გამოიდარებს,გადაივლის გრიგალი მარდი
კვლავ ისევ ისე იფრიალებს ქარში ხატება
ყვავილების და არიქნება ამქვეყნად დარდი
იქნება მხოლოდ სიყვარულში თავის დადება
აღარ იქნება არავისთვის სიმართლე მწარე.
კვლავ გაანათებს უბედობას სხივი იმედის
უნიჭობაც კი არიქნება იმდენად მდარე
ღირსი არიყოს საპატიო დაფნის მიღების..
თუმცა სამართლის თუნდ უაზროს მსახური იტყვის
ჯალათიც იფშვნეტს ბედნიერი ხელებს და ნახავ
რაც მოედანზე უმოწყალო ბრბოს ხმაში ისმის.
ყველაფერს მხოლოდ უსიცოცხლო ელფერი დაჰკრავს...