Предыдущая публикация
კალთას იბერტყავს ეზო და კარი,
კრეფა ხილისა ყველგან მოთავდა,
მადლობა ღმერთს რომ გვაღირსა ქარი.
მე, მოხუც მამას, რა ამიყვანდა
იმ ვაშლის ხეზე, შენ რომ დასტოვე,
მოვხუცდი, შვილო, მეც დამიღამდა,
სიძაბუნეს ვგრძნობ და სიმარტოვეს.
ღვინო დავწურეთ, მაგრამ ქვევრებში
ძველიც ბევრია, ახალს რა ვუყოთ?
თუ გამახარებ ამ სიბერეში,
იქნებ ეს ღვინო ვინმეს წაუღო.
დედაშენი კი სულ მოტყდა, ბაბა,
თუმც აღარ არის ახლაც მოცლილი.
სანამ ჩვენ თვითონ გავითხრით საფლავს,
არ უნდა გვნახო, შე დალოცვილო.
ჯემალ ჩახავა - მამის წერილი
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев