გაიდებდა ხოლმე ქალი მხრებზე ჯოხს, ერთ მხარეს ერთ დოქს დაჰკიდებდა, მეორე მხარეს კი მეორეს და მიდიოდა წყაროზე წყლის მოსატანად. ერთი დოქი გაბზარული იყო, მეორე კი უნაკლო. ქალს უნაკლო დოქი მუდამ წყლით სავსე მიჰქონდა სახლამდე, გაბზარული კი -ნახევრად დაცლილი. ასე გავიდა 2 წელი, ამ ხნის მანძილზე ქალს სახლში ყოველდღიურად დოქნახევარი წყალი მიჰქონდა. უნაკლო დოქი ამაყობდა საკუთარი თავით, გაბზარულ დოქს კი რცხვენოდა თავისი ნაკლის და თავს ცუდად გრძნობდა, რადგან მხოლოდ ნახევარი საქმის გაკეთება შეეძლო. ერთ დღესაც, როდესაც ქალი წყაროზე წყალს ავსებდა, საკუთარ უსარგებლობაში დარწმუნებული დოქი ალაპარაკდა: „ძალიან მრცხვენია ჩემი ნაკლის. სწორედ ამის გამოა, რომ ჩემში არსებული წყლის ნახევარი იღვრება, ვიდრე სახლამდე მივალთ“. მოხუც ქალს გაეღიმა და დოქს უთხრა: „ოდესმე თუ შეგიმჩნევია, რომ ბილიკის გასწვრივ, შენს მხარეს უამრავი ლამაზი ყვავილია ამოსული, მეორე მხარეს კი –არა? ყოველთვის კარგად მესმოდა შენი ნაკლის შესახებ, ამიტომაც დავთესე ყვავილები ბილიკზე.
damedzlia.da uceb yvelaferi daviviwye,sulma shentan yofna gadawyvita,shentan shemovedi mosawerad,vxvdebi ushenobas vegar vitan.
...Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев