მეგობრები შევიკრიბებოდით ხოლმე. საკუთარი იარაღი გვქონდა. კარგად ვერთობოდით.ერთხელაც ერთ მიტოვებულ საზღვაო ბაზაზე მივედით. იქ ბევრი ადგილი იყო სტრაიკბოლის სათამაშოდ: სავარჯიშო დარბაზი, მოედანი, საშხაზე და ბუნკერი. იმ დღეს ბუნკერის გარდა ყველგან ვითამაშეთ სტრაიკბოლი. ბოლოს ბუნკერსაც მივადექით. რამდენიმე მეგობარს იქ ჩასვლა არ უნდოდა. ხვეწნა არ დაგვიწყია, ვისაც გვინდოდა ისინი ჩავიდოდით. 1980 წელს, როცა ჯარისკაცებმა ბაზა დატოვეს, ბუნკერის ყველა კარი კარგად გადაკეტეს. ამის გამო სავენტილაციო მილიდან მოგვიხდა დაბლა ჩასვლა.დიდ დერეფანში მოვხვდით. ეს სადისპეჩერო სართული იყო. დერეფნის ორივე ბოლოშო ოთახი იყო. აქ ვერ ვითამაშებდით, ამიტომაც კიბეებზე ჩასვლა დავიწყეთ.ქვემოთა სართულს რუსული ,,Г” – ს ფორმა ჰქონდა. იმის დანახვა არ შეგვეძლო, რაც კუთხეში იყო. როცა კუთხესთან მივედი სისხლი გამეყინა. ისეთი რაღაც დავინახე! იქ ოთახი იყო. ღია კარებიდან სინათლე გამოდიოდა. მაგიდასთან ვიღაც იჯდა. თავიდან ვიფიქრე, რომ ისიც ჩვენსავით სათამაშოდ მოვიდა, მაგრამ უეცრად შუქი ჩაქრა.
– გავიქეცით! – დავიყვირე და იქაურობას მოვცილდი.
ჩვენ გავრბოდით. მეგობრებს ვეუბნეოდი, რომ ბუნკერში ვიღაც იყო. როცა სავენტილაციო მილამდე მივაღწიეთ, უკნიდან ნაბიჯების ხმა გავიგე. მივიხედე და დავინახე, რომ ვიღაც მოდიოდა. ნაბიჯების ხმა მესმოდა.
– დაუჩქარეთ, ის გვიახლოვდება! – დავუყვირე მეგობრებს.
საბედნიეროდ იქიდან ცოცხლები ამოვედით. ამის შემდეგ ბუნკერში კი არა, მიწისქვეშ, სარდაფში ჩასვლის სურვილიც აღარ მქონია.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев