იქნებ ამიტომაც უყვარს ასე ძალიან ეს სეზონი.
ყველაზე დიდი შთაბეჭდილება ერთ-ერთი დაბადების დღიდან გამოჰყვა: 9 წლის იყო და ეგონა, თბილისში მოფრინავდა. თვითმფრინავში ჩაეძინა და... პარიზის "დისნეი ლენდში" აღმოჩნდა. სიურპრიზი, რომელიც მშობლებმა მოუწყვეს, მართლაც გამაოგნებლად დასამახსოვრებელი აღმოჩნდა.
როგორც ყველა გოგონას, ნუკისაც ძალიან უყვარდა ლამაზი კაბები. ერთ წელიწადს, მოსკოვში ცხოვრების პერიოდში, აპრილიდან ამორჩეულ კაბას ყოველდღე იზომებდა და გულის ფანცქალით ელოდა დაბადების დღეს. და მოხდა სასწაული - დილას გაიღვიძა და... მოსკოვში თოვდა...((( დღემდე ახსოვს, როგორ ეტკინა გული და ატირდა. მაგრამ დედამ გული არ დასწყვიტა და სიფრიფანა კაბის ჩაცმის ნება დართო. უბედნიერესი დადიოდა მოსკოვის ქუჩებში დედასთან ერთად და ქურთუკებში ჩაფუთნულ ბავშვებს ამაყად უყურებდა. აი, ასეთი იყო...
ახლა, ახლა ზაფხულია და გეგმაში მთაში წასვლაც აქვს და ზღვაზეც. ცურვაც უცნაურად ისწავლა. შიში არასოდეს ჰქონია. პატარაობისას ზღვაში ჩახტა, ჩაყვინთა და გაცურა. მას შემდეგ ცურვა არც დაუმთავრებია . წყლის მიმართ საოცარი სიყვარული აქვს, ენითაუწერელი.
2 წლის წინ, ივნისში, მეგობართან ერთად ბათუმში წავიდა. წავიდა ორი დღით და... სექტემბერში დაბრუნდა. ბათუმიდან ქობულეთამდე სველი საცურაო კოსტიუმითაც უვლია. უყვარს ზღვა.
ულამაზესი და ჰყავს, ბუბუ. ნუკის მიაჩნია, რომ ბუბუ მასზე გაცილებით გემოვნებიანი და ჭკვიანია. ზოგჯერ ისეთი გააზრებული რჩევა მიუცია უმცროს დას, თვითონ აზრადაც რომ არ მოუვიდოდა.
დედა - ყველაზე ახლობელი. მან გაცილებით მეტი იცის ნუკიზე, ვიდრე თავად ნუკიმ)))
ბავშვობიდან შეყვარებული ხშირად ყოფილა... ზოგჯერ იმიტომ, რომ ის ვიღაც ჭკვიანი იყო, ზოგჯერ - ლამაზი... ზოგჯერ კი - სულაც არავისზე, მაგრამ სიყვარულის მოლოდინზე ყოფილა შეყვარებული
ახლაც უყვარს და ბედნიერია ამით. საქმესაც უფრო გემრიელად აკეთებს და ყველაფერს ასწრებს.
თვლის, რომ ფერადია... უყვარს ფერების შეხამება. ზოგჯერ კონტრასტულად ახამებს, მაგრამ მოსწონს. არ უყვარს შავი.
გოგა ნიქაბაძის საკრუიზო კოსტიუმი მოირგო და უცებ გახდა მისეული.
ასეთია ივლისის ქოვერის ნუკი - ფერადი, მხიარული... და ზღვასა და ზაფხულზე შეყვარებული.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев