ჩაუფიქრდით, გადახედეთ განვლილ წლებს და
მოიგონეთ ფეხშიშველს რომ გირბენიათ.
შიშველ ფეხით ეკალ–ბარდზე დაბიჯებულს
ცრემლნარევი სიმწარე რომ გიგემნიათ.
მოიგონე შენს ეზოში ტირიფის ქვეშ
პაპა–ბაბოს პურ–მარილი გაუწყვიათ,
ცივი მჭადი არ აკადრეს შვილიშვილს და
ცხელ თონეში ლავაშები ჩაუცხვიათ.
შენი პაპა, კოკით ხელში, მარანს მიდის,
მუხლმოყრილი ქვევრებს ტკბილათ ჩაჰღიღინებს,
სუფრის თავში სათამადო ადგილს მოგცემს,
სიხარულით კმაყოფილი ულვაშებში ჩაიღიმებს.
მოიგონეთ თბილი კერა ჩაუმქრალი,
ბუხარში რომ წითლად ღვივის ნაკვერჩხალი
ეზო–კარზე მოფენილი კრუხ–წიწილა,
ღამ–ღამიბით ანთებული ნაძვის კვარი.
მოიგონეთ სიხარული სოფლად წასვლის,
ჩასვლისას რომ დაგხვდებოდა კარი ღია,
კართან იდგნენ მოხუცები, ჯოხით ხელში,
მომლოდინეთ აწყდებოდათ გზისკენ თვალი.
ეჰ! ეხლა კი აღარავის აღარ ახსოვს,
მამა–პაპის ადგილები ნასახლარი,
არ რცხვენიათ გაცივებულ ბუხრის ცქერა,
სამუდამოდ გამოკეტილ ეზოს კარის.
უსირცხვილოთ იგონებენ მხოლოთ მაშინ,
როცა დგანან ყანწით ხელში, სუფრის თავში,
ცოტა ხანში მოიმკიან რაც დასთესეს,
წუთისოფლის ,,დღე–ხვალია'' არ დარჩებათ ამათ ვალში.
მამა–პაპის ადგილებზე, მამლის ყივილს,
რა სჯობია მოუსმინო დილაობით.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев