რომელმაც არადა არ დასთმო ქართული სჯული და სარწმუნოება ..შაჰ აბასის ათასი შეთავაზებისა თუ ცბიერი მომხიბვლელი სიტყვებისა მაინც უტეხად შეინარჩუნა სარწუმოება და უდიდესი სიწმინდით ქრისტეს სჯულისთვის მეწამეობრივად დაასრულა სიცოცხლე 1625 წლის 13 სექტემბერს... ირანი... შირაზი... ცეცხლთან მივიდა , დადგა და აინიშნა ჯალათებს, ჯალათებმა მარშებით ცეცხლი აღმოახდინეს და თავზე ჩამოაცვეს დედოფალს, დაცემა ვერ მოასწრო რომ უმალვე წითლად აბდღვირვებული ცეცხლის სარეცელი დაუგეს და ზედ გულაღმა დასცეს ჯალათებმა, დედოფალი არც ტიროდა არც კვნესოდა მხოლოდ ლოცულობდა ჩუმი ჩურჩულით ... ქრისტე, მარიამ, საქართველო, ჯალათებმა მხურვალე შამფურები აძგერეს ნაძუძურზე, და ბოლო სიტყვა აღმოხდა დედოფალს ... შვილო... და არავინ იცის ვინ გაახსენდა უკვე სიკვდილის განსადრეკელზე საქართველოს დედას, სვე გამწარებული თეიმურაზ მეფე , მისი შვილები თუ თვითონვე საქართველო.... ღამით ამბროზიო პატრიმ, და გრიგოლი ორსინიმ მოიპარეს ნაწამები დედოფლის ცხედარი, ძვირფას სუდარაში გაახვიეს და თეიმურაზს გამოუგზავნეს საქართველოში.. თეიმურაზმა ერთხელ კიდევ მოიტირა საკუთარი დედა ..ქეთევანის ძვირფასი ნეშთი კახეთს ... ალევერდის ტაძარში დაკრძალა...
,, როგორ გაწამეს , როგორ გშანთეს დედავ ქეთევან, შენ წამებულო ქრისტესათვის ჩვენო წარსულო, იყავი სათნო, მტკიცე იყავ ცრემლით ნამულო, ჩვენო დედაო ,ჩვენო მიწავ, ჩვენო მამულო.. არადა არაა არ უარჰყავ ქრისტე და სჯული, ვერადა ვერა ვერ გაგტეხეს შაჰ აბასებმა, ათასი სიტყვით, მოხიბვლებით, ვერა და ვერა , ქრისტეს სჯულისთვის არად აგდე გაბაასება ... დედავ ქეთევან, წამებულო, ქრისტე უფლისთვის,ვლოცავ შენს საფლავს განწირვისთვის, ქართულ სულისთვის... ჩვენო დედაო ,მუდამ შენი კალთა გვფარავდეს , მოვალ ვილოცებ შენს საფლავზე... მოვალ ალავერდს...
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев