მინდა შენთვის გადავქსოვო ზეცა,
მინდა ვიყო იისფერი ფიფქი,
როცა თოვლი დედამიწას ეცვა.
მინდა შევქმნა შენი გულის ფეთქვა,
მინდა გენდო უსასრულობამდე,
შენთან ერთად დავიკარგო მინდა,
თვალებიდან გულის გავლით ცამდე.
უბატონო კლდის ქიმების ზღვარზე
გრძნობა მქონდეს ხატისფერი... წმინდა,
შენთან ერთად დაძინება?.... არაა !!!
უფრო შენთან გაღვიძება მინდა!
მინდა ყოველ გარიჟრაჟის ხმაზე
ალიონში გაღვიძებად გეხლდე,
დიახ... მთელი გულით მინდა ყოველ
გათენებას შენთან ერთად შევხვდე.
მინდა გექცე ღიმილისფერ ბაგედ,
ზეცის ტოტებს შევეხიდო ბგერად,
მინდა ცაში შევერიო სხივებს,
ცისარტყელას იასამნის ფერად.
ფრთაგაშლილი სულის ფეთქვის ფონზე
ჩემთან ასე არასოდეს წვიმდა,
მე ამ გრძნობის ჭეშმარიტებაში
თავად ღმერთი დავაჯერო მინდა.
დაფარული გრძნობის პაემანი
აღარასდროს აღარ მინდა დავთქვა,
ჩემი ყველა დამალული გრძობა,
მთვარის შუქზე შენთნ მინდა გავთქვა.
შენ არ იცი რაც რომ თურმე დღემდე
ჩამითქვია ნატვრის ოცნებები,
რაც გამოჩნდი შენ ჩემს სამყაროში
ყოველი დღის ასრულებად ხდები.
სიცოცხლეში რომ იგრძნობენ ერთხელ
შენ იმ განცდის შეგრძნებების თქმა ხარ,
ვეღარასდროს რომ ვერ დავთმობ ის ხარ,
ვეღარასდროს ვერ დათმობის ... ხმა ხარ !
ერთი კითხვის პასუხი ხარ ჩემთვის,
სულმა გიცნო... რომ ნამდვილად ის ხარ,
ახლა ვხვდები თურმე მთელი ჩემი
ცხოვრება რომ მე შენ მყვარებიხარ !
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев