და სამუდამოდ შენი ვიქნები,
ძლიერ მიყვარხარ, ძლიერ მჭირდები
და სამუდამოდ მე შენთან ვიქნები.
გეფიცები მიყვარხარ და შენ მე მჭირდები,
სამუდამოდ გეყვარები, ამას მე გპირდები,
არ მყოფნის სიტყვები, თან დამდევს ფიქრები,
და მინდა იცოდე, სულ ერთად ვიქნებით.
უშენოდ იცოდე არ მინდა სიცოცხლე,
და არც მოხდება მე შენთვის ვიცოცხლებ,
შენ ხომ გიკვირდა, რატომ შურს ამ ხალხს,
მე მომისმინე, მე გეტყვი მართალს.
შენ ხომ გულში გაქვს დღეს ჩემი სიყვარული,
ლამაზად ისწავლე ჩემს გრძნობებზე სიარული,
მე დავივიწყე შენს გარდა ყველა,
არავინ არ მინდა, მაგათთვის ბნელა.
ასეთი ლამაზი და ასეთი სათნო,
მე შეგიყვარე არაფერს ვდარდობ,
შენ ჩემი ცხოვრება, შეცვალე პატარა,
ცხოვრების დინებამ შენამდე მატარა.
მე შენ მიყვარხარ, მე შენ მჭირდები,
და სამუდამოდ შენი ვიქნები,
ძლიერ მიყვარხარ, ძლიერ მჭირდები
და სამუდამოდ მე შენთან ვიქნები( 2-ჯერ)
მე მინდა ღმერთს მოვუხადო მადლობა მადლობა შენთვის,
მადლობა იმისთვის, რომ გაჩნდი ქვეყნად ჩემთვის
იცოდე, რომ შენზე ფიქრებს აქ ვერავინ შეცვლის
......... ამ სიტყვებს სხვას არავის არ ეტყვის
მიყვარხარ პატარა, მიყვარხარ აბა რა
შენ ხარ ჩემი სიხარული ნუთუ ეს არ კმარა?!
დამიჯერე სიხარულო ჩემი გული შენია
შენ ხარ ჩემი საოცრება, შენ ხარ ჩემი ფერია
და ასეთი გრძნობებით არასდროს მიმღერია
მინდა ხმამაღლა ვიყვირო, მინდა ყველას გავაგონო
შენ ხარ ჩემი საოცრება, შენ ხარ ჩემი ოცნება
შენ ხარ ჩემი სიხარული, შენ ხარ ჩემი ცხოვრება
მიყვარხარ იცოდე
მე შენ ჩემი ცხოვრების ანგელოზი გიწოდე
და ამ ცხოვრების ბნელ გზაზე შენ ხარ ჩემი ნათება,
რომელიც მე ყოველთვის, ყოველთვის მენატრება
მე შენ მიყვარხარ, მე შენ მჭირდები,
და სამუდამოდ შენი ვიქნები,
ძლიერ მიყვარხარ,ძლიერ მჭირდები
და სამუდამოდ მე შენთან ვიქნები
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев