მოსამართლის ამ ვერდიქტს წინ უსწრებდა ნაფიცი მსაჯულების უპრეცედენტო გადაწყვეტილება. ქართულ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს პრაქტიკაში ეს პირველი შემთხვევაა, როცა 12-ივე მსაჯულმა ბრალდებული ერთხმად დამნაშავედ ცნო. მაგდა პაპიძე ერთადერთი სამუდამო პატიმრობამისჯილი ქალია დღეს საქართველოში. ბუნებრივია, ამ ვერდიქტს ის არ ელოდა. სასამართლო პროცესებზე თავის უდანაშაულობაში ნაფიცების დარწმუნებას ცდილობდა, არაერთი ემოციური განცხადება გააკეთა, მაგრამ ნაფიცებმა მისი სიტყვები არ ირწმუნეს. მოსამართლის ვერდიქტამდე პროკურორმა სამუდამო პატიმრობა მოითხოვა, ადვოკატმა კი, მინიმალური სასჯელი... მოსამართლის ვერდიქტს პაპიძის ადვოკატები სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ და სასჯელის მინიმალურ ზომას მოითხოვენ... პაპიძის დედა კი აცხადებს, რომ ეს საქმე სტრასბურგში წავა, რადგან შვილის უდანაშაულობაში დარწმუნებულია.
"კვირის პალიტრამ" მოიპოვა მაგდა პაპიძის წერილი, რომელიც მან ადვოკატს გაუგზავნა. წერილი ქვეყნდება ადვოკატისა და თავად მაგდა პაპიძის თანხმობით. გთავაზობთ ამონარიდს:
"ირმა, იმიტომ გწერ, არ ვიცი, ამ კვირაში გნახავ თუ არა. 19 მარტი მომილოცე და წახვედი. 19 მარტი რომ მოსაღამოვდა, ძალიან გამიჭირდა დაძინება, ვგრძნობდი, ომარის უნდოდა მოლოცვა (ამ დღეს მაგდას დაბადების დღეა). გადავწყვიტე, თვალები დამეხუჭა და დამეძინა. მგონი, გავგიჟდი, მე შეგრძნებებითა და სიზმრებით ვცხოვრობ მთელი ცხოვრება, მაგრამ ამას სიზმარს ვერ დავარქმევ, ყურადღებით წაიკითხე, მთელი შეგრძნებით, გთხოვ. ჩვენ ეზოში ძაღლი გვყავდა, ბაგირა, ეს ძაღლი მე და მახომ გავზარდეთ. ომარისკენ სულ დასაგლეჯად მიიწევდა. ვერ იტანდა, მე ძალიან ვუყვარდი. ერთ დღეს ბაგირა ეზოში მკვდარი ვნახე, ძალიან ვინერვიულე... ეს ძაღლი დამესიზმრა. უბანში ვიდექი თხელი სარაფნით, გაურკვევლად, მშვიდი, მაგრამ გვიანი ღამე იყო, ბაგირა ჩემთან გაცხოველებული მოვარდა, კაბაში ჩამავლო პირი და კორპუსისკენ მიმათრევდა. ისე სწრაფად, რომ ვეღარ მივრბოდი. ვიგრძენი, რომ მიწას აცდენილი ვიყავი. მიმაფრენდა ძალიან სწრაფად. სადარბაზოსთან მიმიყვანა, შევედით თუ არა, ხელმარჯვნივ ხის კარია, სადაც გიორგი რუსიშვილი ცხოვრობს. ხის კართან რკინის ყუთია მიმაგრებული, დენის მრიცხველის, იქამდე მიმიყვანა თუ არა, სწრაფად გაიქცა პირდაპირ, კიბის უკან ბაღებია, დიდი ვიწრო გასასვლელით და იქითკენ გაუჩინარდა. წინ რომ გავიხედე, ამ რკინის ყუთზე ომარის გვამი, მჯდომარე, მიყუდებული, იგივე ტანსაცმელი ეცვა, თავზე თეთრი პარკი ჰქონდა წამოცმული და კისერზე მარჯვენა მხარეს მოჭერილი და განასკვული მაგრად. რომელ მხარეს აქვს დაზიანება? ვცდილობ, პარკი შევუხსნა, მაგრამ ვერ ვუხსნი, ვეხები და მის სხეულში ვვარდები. თეთრი ყურიანი პარკი კისერზე უმოწყალოდ მოჭერილი, მარჯვნივ განასკვული მაგრად. ამ დროს სიბნელეში ხმა მესმის სიგარეტის მოკიდების. ჩემს ზურგს უკან ვიღაც სიგარეტს უკიდებს. ასანთის ხმა, თამბაქოს სუნი მომდის. გამეღვიძა, მორიგემ მითხრა, ღამის 01 საათი და 48 წუთიაო (მაინც ჩავიწერ ამ დროსაც), შუქი არ ამინთეს და სანთლის შუქზე ვწერ. სულ სველი ვარ ოფლისგან, თან 19 მარტი თენდება. ირმა, ბავშვი სად იყო ამ დროს? იქნებ იქით, ბაღებისკენ, სადაც ბაგირა გაიქცა. ლანას წააკითხე, გთხოვ, როგორც კი შეძლებ. მე და ლანა ვეჭვობდით, რომ ბაგირა მარინამ, შორენას ბებიამ მოგვიკლა. ეს რას ნიშნავს, ომარის თავზე პარკი? საჩალელის ჩვენება, მთელი ცხოვრება მარინა და საჩალელი ჯადოებს ერთად აკეთებდნენ. ეს ლილიმაც იცის. იქნებ ომარი ჯერ მანდ მიაწვინეს და რომ ვერავინ დაინახა, მანქანით უთვალთვალეს და მერე დამიწვინეს კართან. მანამდე ბავშვი, თოკო, სად იყო? იქნებ მანქანაში მარტო, მაგ დროს ხომ არ ჩაიფსა? ეს პარკი იქნებ ომარის მართლაც ჰქონდა ჩამოცმული, ან იქნებ იმას ნიშნავს, რომ ვერ დაინახა, ვინ იყო. გახსოვს, სულ თავიდან თოკო დამესიზმრა, მანქანისკენ მიმათრევდა, პარკებიო, მეუბნებოდა. ხომ გახსოვს, ირმა, 2 თვის წინ ჩემი სიზმარი -…რკინის ყუთი, ხელმარჯვნივ სადარბაზოში... თუ მართლა მანდ მიაყუდეს, სისხლის კვალი იქნება. ან დენებთან რაიმე, ცხადად ვხედავ, რომ ასეა. ბაგირა ჩემი, შორენა, კაპიშონით, თეთრი თვალებით შეშინებული მიყურებს. მარინა, თამილა, საჩალელი... ამ სიზმარს დავით მაღრაძე რომ კითხულობდეს, იტყოდა, ახლა მაინც ხომ გჯერათ ჩემი დასკვნაო. დაარტყამდა თავის უნიათო და უსინდისო ბეჭედს მაგდას სიზმარს და გიჟად გამომაცხადებდა. ნეტავ იცოდეს, ჩემი მკვდრებისთვის როგორი გიჟი შემიძლია ვიყო... ლანას წააკითხე, ირმა, ლანას, რამდენჯერმე. ერთხელ წაკითხვა არ კმარა არასოდეს სრულად შესაგნებლად და აღსაქმელად. იქნებ შეძლო მაგ ადგილების დათვალიერება, აუცილებლად ღამით, უფრო იგრძნობ. ამ საშინელ უბედურებაში უკვე გრძნობებია საჭირო და ფურცლებს ძალა ეკარგებათ. როგორ მინდა მალე გნახო. ეს წერილი, ჩემი ორი კაცი. მანდ სადღაც, მანდ... ვიღაცა ფხიზლობდა, ვინ მოუკიდა ღამით სიგარეტს ისე, რომ მე მხედავდა. ბმვ, მანქანა ბუნკერთან ვერცხლისფერი, იმ ჩიხთან დგას, მე რომ გითხარი. უკანა ფარები ანთებული... ლანას წააკითხე, ლანას, იგრძნობს აუცილებლად".
იხილეთ სრულად გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან დარეგისტრირდით ჩვენს საიტზე, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხეთ სტატია: მაგდა პაპიძის წერილი ციხიდან - "ირმა, ბავშვი სად იყო ამ დროს?" (ექსკლუზივი)
მასალის გამოყენების პირობები
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ბეჭდვა
მკითხველის კომენტარი (93)
მაკა
12 ივლისი 2016 13:26
იმათთვის,ვისაც ვარდისფერი სათვალე უკეთია და ტყემალზე ზის!!!!!
1. მკვლელობის იარაღი-ურო მაგდამ შეიძინა წინა დღით,დადგინდა ,რომ ომარი მოკლულია ამ უროთი( დნმ-ის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, უროს სხვადასხვა ნაწილზე აღმოჩნდა ომარ ქაფიაშვილის სისხლი, ხოლო უროს ტარზე აღმოჩნდა მხოლოდ მაგდა პაპიძის ბიოლოგიური მასალა - დნმ)
2. სახლიდან გამოტანილი სისხლიანი ნივთები გადაგდებულია უროსთან ერთად ნაგავში.
3. პაპიძემ დაადასტურა,რომ ურო თავად გადააგდო და ამას ასაბუთებს იმით,რომ თურმე ეგონა,რომ ომარი ნასვამი იყო და ვინმესთვის რომ არ ჩაერტყა ურო,აიღო და გადააგო(რომელი ნომრალური იზავს ამას,როცა ქმარ-შვილი გარდაცვლილები გდიან სადარბაზოში ?)
4. (მაგდას ჩვენება)გამოვიდა ბინიდან, წააწყდა დაგდებულ ქმარს,და იქედან გაათრია გარეთ სადარბაზოში,რომ შუქში ენახა რა ჭირს(ამით სადარბაზოში სისხლის კვალის არსებობას ასაბუთებს). კითხა ჩნდება-ამას რომელი ნორმალური ადამინი იზავს?
5. პაპიძის თქმით,ბავშვი სადარბაზოში ნახა და გაიქცა გასაღების გამოსატანად და ჩასვა მანქანაში. რომელი ნორმალური დედა და მეუღლე,მისი ქმარ-შვილის ესეთ მდგომარეობაში ნახვისას არ ატეხავს ყვირილს?
6. ბინა მთლიანად სისხლიხლიანი,რაც გამვლინდა სპეციალური ქიმიური საშუალებით რომნელიც სისხლთან შედის რეაქციაში,და მას იმით ხსნიან ,რომ თურმე ომარს ხშირად ცხვირიად მოდიოდა სისხლი. ასევე დივანი მთლიანად სისხლშია.
7. მაგდას ფჩხილებში აღმოჩენილია მისი ქმრის შარვლის ქიმირური ბოჭროები(ანუ მან ფეხებით ათრია ქმარი),ხოლო თორნიკეს ფრჩხილებში დედის მაისურის ბოჭკოები,რაც მხოლოდ მჭიდრო კავშირის დროს შეიძლება დარჩეს.
8. ამოიღეს მაგდას მიერ დედამთილისთვის 3 საათზე მიწერილი მესიჯი "ცუც, ომარიმ დამირეკა,მოდიან". როგორ მიწერდა გარდაცვლილი ომარი(დადგინდა რომ მისი სიკდილი 10-11 სთ დადგა) მესიჯს?
9. მაგადს ტელეფონიდან დადგინდა,რომ მან ბოლოს ომარს დაურეკა 15:20 სთ,როცა ის ცოხალი იყო,ამის მერე მისი ტელეფონიად ომართან ზარი არ განხორციელებულა. ანუ ტყუი,რომ ომარს ურეკავდა.თუმცა ისედაც ვერ დაურეკავდა,რადგან ომარს ტელეფონი 9 საათიდან გათიშული ჰქონდა. სამაგიეროდ 3: 15 წუთზე თავის საყვარელ ოთარ ბერძენიშვილთან დარეკა,რაც ასევე დადასტურებულიაა გამოძიების მიერ.
10.ექსპერტიზით დადასტურდა,რომ დანაშაულის გეგმა მაგდს მიერ არის დაწერილი.
ამას დამატებული ის რომ
1. ოქროულობა წინა დღით ჩააბარა საყვარელს, დედამისს კი მისწერა რომ ქმარმა სცემა და ოქროულობა წაიღო.
2. ქმარი და შვილი სხვადასხვა დროს არიან გარდაცვლილები, შვილი დაახლოებით 4-5 საათით მოგვიანებით გარდაიცვალა. მკვლელი მობრუნდა 5 საათის შემდეგ?
3. მაგდას ჩვენებით ომარმა შვილი წაიყვანა ხაჭაპურის საჭმელად. გამოძიება ადასტურებს რომ ოთახის ჩაცმულობით იყვნენ ნაპპოვნი გვამები იანვარში -3 გრადუს ყინვაში.
4. მამა-შვილის ბოტასები შეყრილი იყო მაგდას მანქანაში.
12 ივლისი 2016 12:34
მეშინია ამ საზოგადოებაში ცხოვრების. თუ ამას საზოგადოება ჰქვია... ჩასაფრებული ბრბო, სვავები, სხვისი უბედურებით რომ საზრდოობენ და ჯიბეში ყოველთვის უდევთ თითო ქვა მაინც...
იხილეთ ყველა კომენტარი გააკეთე კომენტარი
მასალის გამოყენების პირობები
მამაკაცი, რომელმაც ცოლს ყურები დააჭრა, სტუმრად მყოფი პირი კი მოკლა, დაკავებულია
რა განსხვავებაა თეთრ და ყავისფერ კვერცხებს შორის?
ნასას მონაცემებით, მომავალი 12 თვის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა უმაღლესი რეკორდს დაამყარებს
ნაჩუქარ დარბაზს კბილი გაესინჯებაო?!
"ჩემს უბნელს რომ ჩემი პატიმრობის დროს, ჩემს მეუღლესთან ჰქონდა ურთიერთობა, ვერ შევეგუე" - რას ჰყვება მიხეილ ცხაკაიას მკვლელი ჩვენებაში
ლელა კილაძის პირველი კომენტარი გუკა რჩეულიშვილის საქმეზე: "დიდი სიამოვნებით, მაგრამ ახლა მასთან არანაირი კონტაქტი არ მაქვს"
Georgia’s two Republican ministers leave their posts
New buses to start operating in Tbilisi from September
Georgia’s President becomes a grandfather
სხვა სიახლეები
"გოგონების გვამებს ძალადობის კვალი ეტყობა…" - ვაჩიანში მომხდარი საზარელი მკვლელობის დეტალები
12-07-2016
"შესაძლოა, მძინარე ოჯახს დაესხნენ თავს და ისე დახოცეს, საცოდავებმა აზრზე მოსვლაც ვერ მოასწრეს…"
სოფელი მკვლელის ლინჩის წესით გასამართლებას ითხოვს!
დაწვრილებით...
ქმარმა ცოლს ყურები დააჭრა, ხოლო მამაკაცი, რომელიც ფაქტს შეესწრო, მოკლა - რა მოხდა სოფელ ხაიშში
12-07-2016
თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ხაიშში მომხდარ მკვლელობასა და ოჯახურ დანაშაულში ბრალდებული მამაკაცი სამართალდამცველებმა უკვე დააკავეს.
დაწვრილებით...
მოსკოვში ე.წ.კანონიერი ქურდი ზაქრო კალაშოვი დააკავეს
12-07-2016
კალაშოვი 2015 წლის დეკემბერში ორი ადამიანის მკვლელობასთან შესაძლო კავშირში და ერთ-ერთი რესტორნის მფლობელისგან თანხის გამოძალვაშია ეჭვმიტანილი
დაწვრილებით...
სოფელ ვაჩიანში მომხდარი სასტიკი მკვლელობა გახსნილია - შსს-მ 24 წლის მამაკაცი დააკავა
11-07-2016
ბრალდებულმა, დანაშაულის დაფარვის მიზნით, სახლში ხანძარი განზრახ გააჩინა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა
დაწვრილებით...
პროკურატურამ მაია რჩეულიშვილს ბრალი წაუყენა, გუკა რჩეულიშვილზე კი ძებნა გამოაცხადა
11-07-2016
პროკურატურამ შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს შპს „ცენტრ პოინტ ჯგუფი“-ს დამფუძნებელი მაია რჩეულიშვილის, ამავე ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გურამ რჩეულიშვილის, შპს ,,ცენტრ პოინტი აჭარა“-ს დირექტორების ირაკლი მინდელის და სალომე ჩარკვიანის დაკავების შესახებ
დაწვრილებით...
"დამიჭირე, თუ შეძლებ" - გუკა რჩეულიშვილი დაკითხვაზე არ გამოცხადდა
11-07-2016
”სასამართლოს განჩინება გაუცია სამი პიროვნების დაკავების შესახებ, მათ შორის ერთ-ერთი გუკა რჩეულიშვილია"
დაწვრილებით...
აბაშისწყალს შეწირული ორი სიცოცხლე
11-07-2016
"მიხოს თავი ამოუყვია წყლიდან და დაუძახია, თოკიო, მაგრამ ვერავინ უშველა..."
"ახლაც ყურში ჩამესმის დაღუპული მაშველის შვილის ხმა, როცა დაინახა, რომ მამამისი წყალმა გაიტაცა"
დაწვრილებით...
"მთელი სოფელი შეშინებულია" - სოფელ ვაჩიანში 37 წლის ქალისა და მისი სამი შვილის ცხედრები იპოვეს
11-07-2016
მეზობლების ინფორმაციით, ნათესავებს თავად სახლი არეული, ცხედრები კი ნაცემ-ნაწამები დახვდათ.
დაწვრილებით...
"გოგონებით მოვაჭრეები შემომაკვდა"
11-07-2016
რას ჰყვება უშიშროების ოფიცერი, რომელიც უვადო პატიმრობიდან განთავისუფლდა
19 წლის გოგონა მყავს, რომელიც თვალით არ მინახავს. მას უმალავდნენ ჩემს არსებობას, ეუბნებოდნენ, რომ მამა გარდაცვლილი ჰყავდა. ახლა გაიგო, რომ მამა ცოცხალია და თავისუფალი. ანა გერმანიაშია, წარმატებით დაამთავრა გიმნაზია, გამოცდებს ჩააბარებს თუ არა, ჩამოვა და შევხვდებით"
დაწვრილებით...
მაგდა პაპიძის წერილი ციხიდან - "ირმა, ბავშვი სად იყო ამ დროს?" (ექსკლუზივი)
11-07-2016
"ბაგირა მაგდამ მოკლა. ლანას აქვს ჩემთვის ნათქვამი, მაგდამ მითხრა, ძაღლი ძალიან მაწუხებდა, ქინძისთავები ჩავუყარე პურში და ისე მოვკალიო"
დაწვრილებით...
რას გადაურჩა საქართველო! ეს ამბავი ბევრს ყურადღების მიღმა დარჩა
ტრანსფერები და ამბები: პელე ზლატანს გაუტოლდა
დინამო (თბ) VS ალაშკერტი - მთელი საქართველოს იმედი
ეს ყველამ უნდა იცოდეს: კიბოს გამომწვევი ტკბილეული, რომელიც ნავთობს შეიცავს და რომელიც ასე ძალიან უყვართ ბავშვებს
ირინა სარიშვილი მაგდა პაპიძეს იცავს – "საკუთარი აბორტები დაითვალეთ!!!"
ნანუკა ჟორჟოლიანი მაგდა პაპიძის დის ისტერიკაზე კომენტარს აკეთებს
-მყავს 8 წლის შვილი, ერთი წელია ვცდილობ დაფეხმძიმებას, მაგრამ უშედეგოდ,(შვიდი...
-გამარჯობათ,იცით რა მაინტერესებს?სპერმის ანალიზი როგორც გვეუბნებიან არი ძალიან კარგი.მაქსიმალურად კარგი.საეჭვოც...
-გამარჯობათ ვარ 18 წლის მქონდა მოძრავი სათესლე ჯირკვლები და 2...
blogebiბლოგები
avtortha-sruli-siaბლოგერები
08-07-2016
”ჩვენი ბიჭები” – რამდენიმე ფაქტი ისლანდიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების შესახებ
08-07-2016
რატომ არ აქებენ ქალები კაცებს?
05-07-2016
ჯადოქარი სააკაშვილი, ანუ "ძლევაი საკვირველი" პოსტმოდერნისტულ ეპოქაში
ფოტოგალერეა
აკრძალული კადრები დიდი სამამულო ომიდან
facebook
კვირის პალიტრა
28
27
26
25
PALITRA TV-RADIO
12-07-2016
რა გარემოებებში დააკავეს ქართველი "კანონიერი ქურდი" შაქრო კალაშოვი - უახლესი ცნობა მოსკოვიდან
11-07-2016
"ჰყავს ცოლ-შვილი... მარტო ვერ ჩაიდენდა ამას, გამორიცხულია" - მეზობელი 24 წლის ბიჭზე, რომელიც სასტიკ მკვლელობაშია ბრალდებული
11-07-2016
რა ხდებოდა ლელა კილაძის სახლში ჩხრეკის ჩატარებისას - ის, რაზეც გუკას ცოლს ჯერ არ უსაუბრია
უნიკალური ადგილები საქართველოში
"ვიცი, ჩემი იღბალი საუკეთესო გზით წამიყვანს!" - ეკა ანდრონიკაშვილს ვაჟი შეეძინა
IMG
ქირავდება დღიურად, კორპუსის იზოლირებული კომფორტული
იყიდება 53 კვ.მ. 2,5-ოთახიანი ბინა,
ქირავდება ახალგარემონტებული 2-ოთახიანი ბინა
თბილისის ერთ-ერთ ელიტალურ ეკოლოგიურად სუფთა
მამულ-დედული
ბონსაი - ჯუჯა სილამაზე იაპონურადბონსაი - ჯუჯა სილამაზე იაპონურად
ეკო პალიტრა
"წამალდამოკიდებული" ბიზნესი"წამალდამოკიდებული" ბიზნესი
თვის ყველაზე რეიტინგული მასალები
ემიგრანტებო, არ დაბრუნდეთ სამშობლოში!ემიგრანტებო, არ დაბრუნდეთ სამშობლოში!
"ჰოდა, მეც შემიყვარდა, მაგრამ ლეილას არ ვუყვარდი" - ხატიას სოსოიას რეალური ცხოვრება ფილმიდან "მე ვხედავ მზეს""ჰოდა, მეც შემიყვარდა, მაგრამ ლეილას არ ვუყვარდი" - ხატიას სოსოიას რეალური ცხოვრება ფილმიდან "მე ვხედავ მზეს"
"არ მჭირდება მკვლელი მესაზღვრე, რომელსაც თავის ფუნქცია უიარაღოსთვის ტყვიის სროლა ჰგონია" - როგორ აფასებენ გიგა ოთხოზორიას მკვლელობას აფხაზეთში"არ მჭირდება მკვლელი მესაზღვრე, რომელსაც თავის ფუნქცია უიარაღოსთვის ტყვიის სროლა ჰგონია" - როგორ აფასებენ გიგა ოთხოზორიას მკვლელობას აფხაზეთში saqme.ge saqme.ge იყიდება 42 კვ.მ. ახალი გარემონტებული
იყიდება 42 კვ.მ. ახალი გარემონტებული
დაწვრილებით... Marao.ge Marao.ge როგორ გავაკეთოთ 3-ჯერ უფრო გემრიელი ტოლმა: #1 კერძი თქვენს სუფრაზე!
გთავაზობთ ტრადიციული და ყველასათვის კარგად...
დაწვრილებით... sportall.ge sportall.ge დონორი ადგილზეა, კაკო დევაძეს 20-22-საათიანი ურთულესი ოპერაცია ელის
საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთ გამორჩეულ...
დაწვრილებით... ambebi.ge ambebi.ge ნაჩუქარ დარბაზს კბილი გაესინჯებაო?!
ლადო გოგოლაძის ბლოგი
დაწვრილებით... mkurnali.ge mkurnali.ge საკმარისია 20°C ტემპერატურის წყალში სულ ერთი წუთით დგომა და ჰემოგლობინის დონე მაღლა იწევს
ცურვა რომ სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის, ყველამ...
დაწვრილებით...
მთავარი
პოლიტიკა
საზოგადოება
ეკონომიკა
სამხედრო თემა
კვირიდან-კვირამდე
სპორტი
მართლმადიდებლური
ისტორია
რას წერენ ჩვენზე
ვერსია
სადღეგრძელოდ
დედა თბილისი
ავტო
მედიცინა
თქვენთვის ქალბატონებო
თინეიჯერები
მოზაიკა
რეგიონი
სამართალი
კვირის თემა
''პალიტრის'' ფოსტა
ფოტოპალიტრა
ტექნოლოგიები
მსოფლიო
სახეები
კულტურა და შოუბიზნესი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
სპეციალურად საიტისთვის
მამულ-დედული
"კვირის პალიტრა" - 20 წელი თქვენთან ერთად!
მთავარიჩვენ შესახებფოტოგალერეარეკლამასერვისებიკონფიდენციალურობის პოლიტიკა
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები
DEVELOPED BY developed by websolutions
საიტის მობილური ვერსია TOP.GE OSFG
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев