Предыдущая публикация
ზოგი სამშობლოს
შაურად ყიდის,
ზოგი მანეთად,
ზოგი ზოდებად,
მატარებელი
თავისთვის მიდის
გაყინულ მგზავრებს
არც ელოდება...
თბილი ვაგონი
ფლიდებს, ნაბოზრებს,
მათხოვრის ხონჩა
ბავშვებს, ხეიბრებს,
მატარებელი
გიწვევთ ბანქოზე
ვინც შეახტება
ის იხეირებს.
ბოლო თქვენა ხართ?!
იტყვის ბოდიშით,
ცრემლებს მოიწმენდს
როგორც ნაცემი,
და ცივ ბაქნებზე
ხვალის ლოდინში
იყინებიან
ლექსის კაცები...
ზოგი სამშობლოს
შაურად ყიდის,
ზოგი მანეთად,
ზოგი ზოდებად,
მატარებელი
თავისთვის მიდის
გაყინულ მგზავრებს
არც ელოდება...
სოსო ნადირაძე
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев