Предыдущая публикация
ჩვეულებრივი ხავსი მედება,
მესვრიან კენჭებს და ვტოვებ ხაზებს,
სიურეალურ შემოქმედებას...
ჩვენში მარტივად იცვლიან როლებს
აუღელვებლად, როგორც იციან,
მესვრიან ქვებს და ითვლიან რგოლებს,
ფსევდოაბსტრაქტულ კომპოზიციას...
რად გამახსენა ჭაობმა ბროდსკი,
ან ამ შეხვედრას ნეტავ რა ჰქვია?!...
მესვრიან ლოდს და იზრდება ბორცვი,
ფუტურისტული ეპიტაფია...
მე დამაგუბეს და ახლა ტანზე,
ჩვეულებრივი ხავსი მედება,
მესვრიან კენჭებს და ვტოვებ ხაზებს,
სიურეალურ შემოქმედებას...
სოსო ნადირაძე
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев