Предыдущая публикация
ცოტა სითბო უნდოდა ბევრს არაფერს ითხოვდა...
ფეხშიშველი ტერფებით სიდუხჭირე დაჰქონდა,
ცრემლიანი თვალებით შველას თხოვდა მაცხოვარს...
იქნებ დამეხმაროთო,ცრემლი ღვარად დიოდა,
გულგრილობა ბავშვის წინ გადი-გამოდიოდა,
ალბათ,გვცდიდა უფალი,ეჭვი ებადებოდა,
თანაგრძნობა კაცთაგან ძლიერ ენატრებოდა,
იმ ბავშვური თვალებით ქრისტე იხედებოდა,
ცოდვა მადლის დავთარი ზეცას იწერებოდა,
ქვითინებდა უფალი,ცრემლი ჩამოსდიოდა,
პაწაწინა ბიჭისთვის მზე არ ამოდიოდა.....
ც აბაშმაძე
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев